რომანოზ ბჟალავა (დ. 10 იანვარი, 1959, სოფ. ძველი აბაშა, აბაშის რაიონი) — ქართველი ეკონომისტი, იურისტი, პოლიტიკოსი.

რომანოზ ბჟალავა
დაბადების თარიღი 10 იანვარი, 1959 (1959-01-10) (65 წლის)
დაბადების ადგილი ძველი აბაშა, აბაშის რაიონი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი, აგრეთვე — თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „აჭარა“. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (აბაშის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება