როლანდ ვალერიანის ძე დუდუჩავა (დ. 12 თებერვალი, 1945, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1989).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1968). 1970 წლიდან მუშაობდა ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1973–2004 წლებში — თსუ-ის გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტებზე, 2002 წლიდან — ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მათემატიკური ფიზიკის განყოფილების გამგეა, 2019 წლიდან — საქართველოს უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1993–2004 წლებში იყო მიწვეული პროფესორი გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტში, 2004–2007 წლებში — დიფერენციალური გეომეტრიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი ზაარლანდის უნივერსიტეტში. 2000–2002 სამეცნიერო კონტრაქტით მუშაობდა აეროკოსმოსურ ფირმასთან „დორნიე“ (დაიმლერ-კრაისლერი). 1997–2001 წლებში და 2009 წლიდან აირჩიეს საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტია.

დუდუჩავას სამეცნიერო ინტერესების სფეროებია: სასაზღვრო ამოცანები კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებებისათვის, ინტეგრალური განტოლებები, დრეკადობის თეორიის და ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების ამოცანები, ბოლცმანის არაწრფივი განტოლებები.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Integral equations with fixed singularities, Lpz., 1979;
  • On multidimensional singular integral operators, «Journal of Operator Theory», 11, 1984: I. The half-space case, pp. 41–76; II. The case of manifolds, pp. 199–214;
  • Asymptotics without logarithmic terms for crack problems, «Communications in Partial Differential Equations», 28, 2003, (თანაავტ.: M. Costabel, M. Dauge).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება