ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

როისტონ რიკი დრენტე (დ. 8 აპრილი 1987, როტერდამი, ნიდერლანდები) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ესპანური კლუბის მცველი და ნახევრადმცველი.

როისტონ დრენტე
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Royston Drenthe
დაბ. თარიღი 8 აპრილი, 1987(1987-04-08)[1] (37 წლის)
დაბ. ადგილი როტერდამი
სიმაღლე 168
წონა 67
საიტი roystonrickydrenthe.com
ქვეყანა ნიდერლანდების სამეფო
კლუბი ფეიენოორდი, Hércules CF, რეალი მადრიდი, ალანია ვლადიკავკაზი, ევერტონი, Sheffield Wednesday F.C., Reading F.C., Kayseri Erciyesspor, Baniyas SC, Netherlands national under-19 football team, ნიდერლანდის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, Netherlands B national football team, ნიდერლანდის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, Netherlands Olympic football team[2] და Excelsior Rotterdam
  • 2005-2007 ფეიენოორდი 33(0);
  • 2007-2008 რეალი 18 (2);
  • 2006-დან ჰოლანდიის ნაკრები (21-წლამდელთა) 13(5)

ადრეული წლები და ფეიენოორდი

რედაქტირება

როისტონ დრენტე წარმოშობით სურინამიდანაა. მისი უმცროსი ძმა, ჯოვანი, ამ ქვეყნის ნაკრებშიც თამაშობს. თავად რიკი კი ფეიენოორდის აღზრდილია. როისტონის ტალანტი პირველად 2002 წელს აღმოაჩინეს, როდესაც ახალგაზრდა ფებხურთელი როტერდამული გრანდის ბავშვთა გუნდის ღირსებას იცავდა. 1 წელიწადში ის მთავარ გუნდთან ერთად შვეიცარიაშიც იახლეს და დარწმუნდნენ, რომ დრენტე მთავარ გუნდში სათამაშოდ მზად იყო, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელს უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონოდა, ის ფეიენოორდის ფარმ-კლუბ, ექსელსიორში გაანათხოვრეს, რომელიც მაშინ ჰოლანდიის მეორე დივიზიონში ასპარეზობდა. ამ გუნდის მაშინდელმა მწვრთნელმა, მარკო ვან ლოხემმა, დრენტე მარცხენა მცველის პოზიციაზე გამოსცადა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი შეტევაში უფრო პროდუქტიულია, ვიდრე დაცვაში. თავისი კარგი თამაშით რიკიმ ფეიენოორდის ხელმძღვანელთა ყურადღებაც მიიპყრო.

2005/06 წლების სეზონში კი როისტონი როტერდამშიც დააბრუნეს და მთავარი გუნდის განაცხადში შეიყვანეს. დრენტე ფეიენოორდის განაცხადში 37-ე ნომერი იყო. “ოტენის თასზე”, რომელიც ახალგაზრდული ტურნირია, რიკიმ აიაქსს ერთბაშად 3 გოლი გაუტანა და ფეიენოორდის ხელმძღანელებისგან საჩუქრის სახით პირველი პროფესიული კონტრაქტი მიიღო. როისტონს მთავარ გუნდში დებიუტი ერვინ კუმანის მწვრთნელობის დროს ჰქონდა. კერძოდ, 2006 წლის 15 იანვარს, არნემში, ვიტესთან მატჩში, სადაც რიკი 76-ე წუთზე შეცვლაზე გამოჩნდა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. რაც შეეხება 2005-06 წლების სეზონს, დრენტემ ის 3 ჩატარებული მატჩით დაასრულა, სადაც ჰერაკლესისა და ნაიმეგენის წინააღდმეგ მატჩებში ასევე შეცვლაზე ითამაშა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/როისტონ_დრენტე“-დან