როინ ხიჯაკაძე
როინ ხიჯაკაძე (დ. 14 ივნისი, 1976) — ქართველი იურისტი, ადვოკატი.
ბიოგრაფია
რედაქტირება2005 წლიდან ეწევა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, იყო პოლიტიკური ბლოკის — დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი წარმომადგენელი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, გაერთიანებული ოპოზიციის, ეროვნული საბჭოს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელი, იყო პოლიტიკური გაერთიანება „ხალხის პარტიის“ (თავმჯდომარე კობა დავითაშვილი) დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პოლიტიკური ბლოკის - ეროვნული საბჭო - იურიდიული მდივანი. 2009 წელს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციის პროპორციული სიით; 2010 წელს თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი; 2011–2012 წლები სარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნების“ ცენტრალური შტაბის იურისტი, წარმომადგენელი სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში. ჰყავს მეუღლე ლია ყანადაშვილი და ორი შვილი.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჩემი ხარაგაული. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-05. ციტირების თარიღი: 2020-12-17.