როზენაუს კირხე
როზენაუს კირხე (რუს. Кирха Розенау; გერმ. Rosenaukirche) ამჟამად კალინინგრადის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (რუს. Храм Покрова Пресвятой Богородицы) — ყოფილი ევანგელისტური კირხე კალინინგრადში, 1990 წლიდან მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც აგებულია ღვთისმშობლის კვართის სახელზე. მშენებლობა მიმდინარეობდა 1914-1926 წლებში, რაც იყო XX საუკუნის დასაწყისის კენიგსბერგისათვის საკმაოდ უჩვეულოდ ხანგრძლივი მშენებლობის პროცესი.
კალინინგრადის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 54°40′59″ ჩ. გ. 20°31′55″ ა. გ. / 54.68306° ჩ. გ. 20.53194° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | კალინინგრადის ოლქი |
ადგილმდებარეობა | კალინინგრადი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ალბრეხტ კვადფაზელი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ნეოგოთიკა |
თარიღდება | 1914-1926 |
მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს კალინინგრადის ეპარქიას.
მისამართი: კალინინგრადი, კ. ნაზაროვის ქუჩა, 24.
ისტორია
რედაქტირება1908 წელს გარეუბანი როზენაუ შევიდა ქალაქის შემადგენლობაში. 1914 წელს სკოლასთან ახლოს დაიწყო ახალი კირხეს მშენებლობა. მაგრამ პირველმა მსოფლიო ომმა შეაჩერა სამშენებლო სამუშაოები. კირხეს მშენებლობა გაგრძელდა მხოლოდ 1926-1928 წლებში, როდესაც გაუმჯობესდა პრუსიის „თავისუფალი სახელმწიფოს“ - ვაიმარის რესპუბლიკის ფინანსური მდგომარეობა.
იმის გამო, რომ სწრაფად იზრდებოდა სავაჭრო კავშირები აღმოსავლეთთან როზენაუ სწრაფად გაიზარდა და განვითარდა, აშენდა სამრეწველო ნაგებობები, ახალი საცხოვრებელი კვარტლები. 1926 წლისათვის როზენაუს მოსახლეობისათვის ააგეს კირხე გოთიკურ სტილში ა. პფლაუმის პროექტის მიხედვით.
განსხვავება როზენაუსა და სხვა კირხეებს შორის ისაა, რომ იგი დიდხანს შენდებოდა. მისი ფუნდამენტი ჩაყარეს 1914 წლის 23 ივლისს, ხოლო ერთი კვირის შემდეგ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და კირხეს შენებლობაც განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
ომის შემდეგ მშენებლობა გაგრძელდა მხოლოდ 1925 წლის 2 აპრილს. მაგრამ გამოყოფილი თანხა ინფლაციის გამო საკმარისი აღარ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა წელიწადნახევრის შემდეგ მშენებლობა მაინც დასრულდა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის თავდასხმის დროს კირხე პრაქტიკულად არ დაზიანებულა. საბჭოთა პერიოდში მას გამოიყენებდნენ როგორც სასაწყობე დანიშნულების ნაგებობას.
1990 წელს მიიღეს გადაწყვეტილება კირხეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემის შესახებ. 1990-1992 წლების რემონტის შემდეგ კირხე აკურთხეს როგორც ღვთისმშობლის კვართის სახელობის ტაძარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- В. И. Кулаков, А. П. Бахтин, А. П. Овсянов, Н. И. Чебуркин, «Памятники истории и культуры. Калининград», Москва, 2005, стр. 137 ISBN 5-902425-01-8