როდი სკოტი
როდი სკოტი (ინგლ. Roddy Scott; დ. 23 თებერვალი, 1971 — გ. 26 სექტემბერი, 2002) — ბრიტანელი ფოტოჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა კონფლიქტებზე ისეთ ადგილებში როგორიცაა: სიერა-ლეონე, იემენი, ერაყი, ავღანეთი და ეთიოპია[1]. მუშაობდა მოხალისე ჟურნალისტად, ძირითადად სპონსორებისა და ანაზღაურების გარეშე.
როდი სკოტი გარდაიცვალა რუსეთში, როდესაც მუშაობდა ბრიტანულ ტელეკომპანია Frontline Television News-თვის.
გარდაცვალება
რედაქტირება2002 წლის 26 სექტემბერს როდი სკოტი იყო მოკლული ინგუშეთში. რუსმა სამხედროებმა იპოვეს მისი გვამი ინგუშეთის რეგიონში გალაშკში, საომარ ვითარებაში მყოფი ჩეჩნეთის საზღვართან, რუსეთის ძალებსა და ჩეჩენ ამბოხებულთა ბრძოლის შემდეგ; ამ ბრძოლას ემსხვერპლა 17 ადამიანი და ერთი რუსული ვერტმფრენი.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Killed reporter's Chechen rebel pictures, BBC News, 1 October 2002
- The Roddy Scott Foundation დაარქივებული 2017-06-01 საიტზე Wayback Machine.
- Perhaps the last photograph taken of Roddy Scott
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ILYA GARGER (Oct 7, 2002). „Milestones“. Time Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-22. ციტირების თარიღი: 2009-04-11.
- ↑ „Briton killed in Chechen rebel skirmish“. BBC News. 26 September 2002. ციტირების თარიღი: 2009-04-11.