როდენ მემარნიშვილი

როდენ მემარნიშვილი (დ. 3 ოქტომბერი, 1937) — ქართველი პოლიტიკოსი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი.

როდენ მემარნიშვილი
დაბადების თარიღი 3 ოქტომბერი, 1937 (1937-10-03) (87 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1960-1977 წლებში იყო მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტი, უფროსი ლაბორანტი, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მუხრანის სასწავლო-საცდელი მეურნეობის მთავარი აგრონომი, დირექტორი, რესპუბლიკური გაერთიანება „საქხიმეთერზეთის“ მმართველი. 1977-1989 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსპექტორი, მარნეულის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილე, საქართველოს კპ თეთრი წყაროს რაიკომის პირველი მდივანი, სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „თავთავის“ გენერალური დირექტორი, გაერთიანება „საქსოფლქიმიის“ თავმჯდომარე, 1989 წლიდან საქართველოს კპ მარნეულის რაიკომის პირველი მდივანი, სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს რაიკომის თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება