როგოზენი (ბულგ. Рогозен) — სოფელი ბულგარეთის ვრაჩანის ოლქში. შედის ხაირედინის თემის შემადგენლობაში. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 1052 კაცს.

სოფელი
როგოზენი
Рогозен
ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ოლქი ვრაცის ოლქი
კოორდინატები 43°31′00″ ჩ. გ. 23°43′00″ ა. გ. / 43.51667° ჩ. გ. 23.71667° ა. გ. / 43.51667; 23.71667
ცენტრის სიმაღლე 125±1 მეტრი
მოსახლეობა 1052 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 3360
როგოზენი — ბულგარეთი
როგოზენი

1985 წელს ტრაქტორისტმა ივან სავოვმა, რომელიც საკუთარ ბოსტანში მუშაობდა, ტრაქტორის სახნავი წამოსდო ქვევრს. მან და მისმა მეუღლემ განაგრძეს ძიება და აღმოაჩინეს სხვადასხვა სახეობის ნივთები (დოქები, თასები, ჭურჭელი). ცოლ-ქმარმა გადაწყვიტეს, რომ ეს საეკლესიო ნივთები იყო, წაიღეს ისინი სახლში და შეატყობინეს სოფლის მამასახლისს.

მამასახლისმა დარეკა საოლქო ცენტრ ვრაცაში და ისტორიულ მუზეუმში. ჩავიდნენ არქეოლოგები დაიწყეს არქეოლოგიური გათხრებისთვის მზადება და დაზვრერვითი ორმოს გათხრის დროს იპოვეს კიდევ 100 ერთეული ჭურჭელი. საერთო ჯამში აღმოაჩინეს 165 ერთეული ჭურჭელი, საერთო ჯამში 20 კგ. ესენი იყო ფიალები, 54 დოქი და 3 თასი.

როგოზენის განძი ამჟამად ინახება სოფიას ეროვნულ ისტორიულ მუზეუმში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება