რობერტ მილკინსი
რობერტ მილკინსი (ინგლ. Robert Milkins; დ. 6 მარტი 1976, გლოსტერი, ინგლისი) — ინგლისელი პროფესიონალი სნუკერისტი.
რობერტ მილკინსი
| ||
საერთო ინფორმაცია | ||
დაბ. თარიღი: | 6 მარტი 1976 | |
დაბ. ადგილი: | გლოსტერი; ინგლისი | |
მოქალაქეობა: | ინგლისი | |
პროფესიონალური კარიერა: | 1995— | |
უმაღლესი რეიტინგი: | № 21 | |
ამჟამინდელი რეიტინგი: | № 38 | |
საპრიზო თანხა: | GB£ 421 725 | |
უმაღლესი ბრეიკი: | 147 (მსოფლიო ჩემპიონატი 2006, კვალიფიკაცია) | |
სენჩერის რაოდენობა: | 74 | |
მსოფლიო ჩემპიონატი: | 1/8 ფინალი (2002) |
კარიერა
რედაქტირებამილკინსი პროფესიონალი 1995 წელს გახდა, მაგრამ მეინ-ტური დატოვა მას შემდეგ, რაც 1996–1997 წლების სეზონზე ტურის მონაწილეების რაოდენობა შემცირდა. თუმცა ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა მეინ-ტურში UK Tour-ზე გამარჯვების შედეგად.
ოთხი სეზონის განმავლობაში ის გამუდმებით იწევდა რეიტინგში და 2001–2002 წლების სეზონზე 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8 ფინალს მიაღწია. შემდეგი სამი წლის განმავლობაში ის მსოფლიო ჩემპიონატების პირველ რაუნდში თამაშობდა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2010 წლის 5 ოქტომბერს რობერტს შვილი შეეძინა. მას ჩარლი დაარქვეს.