რობერტ კავთელაძე (დ. 15 აგვისტო, 1936, ზედა საზანო) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1960–1964 წლებში იყო ახალციხის რაისაავადმყოფოს ქირურგი. 1964–1966 წლებში „ახალციხნახშირის“ მედ. სანნაწილის ქირურგიული განყოფილების გამგე. 1966–1978 წლებში კლინიკური ორდინატურა გაიარა მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტიში. 1968–1970 წლებში იყო მოსკოვის ოლქის ლუბერცის რაიონის ბერეჟინსკის სახელობის საავადმყოფოს ქირურგი. 1970–1972 წლებში ბოტკინის სახელობის საავადმყოფოს ორდინატორი. 1972–1975 წლებში მოსკოვის 36–ე საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე. 1975–1982 წლებში მოსკოვის სტომატოლოგიური ინსტიტუტის ქირურგიული კათედრის ასისტენტი. 1982 წლიდან ზესტაფონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე.

1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ოპერაციის შემდგომი პერიტონიტები.“

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 134

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება