რობერტ გრინი
რობერტ პოლ გრინი (ინგლ. Robert Paul Green; დ. 18 იანვარი, 1980, ჩერტსი, სურეის საგრაფო, ინგლისი) — ინგლისელი ფეხბურთელი, ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე, გამოდის პრემიერ ლიგაში, კლუბ ლიდზ იუნაიტედში
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რობერტ პოლ გრინი[1] | ||
დაბადების თარიღი | 18 იანვარი, 1980[1] | ||
დაბადების ადგილი | ჩერტსი, ინგლისი | ||
სიმაღლე | 191 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ქუინს პარკ რეინჯერსი | ||
ნომერი | 1 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1992–1999 | ნორვიჩი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1999–2006 | ნორვიჩი | 223 | (0) |
2006–2012 | ვესტ ჰემ იუნაიტედი | 219 | (0) |
2012–2016 | ქუინს პარკ რეინჯერსი | 64 | (0) |
2016- | ლიდზ იუნაიტედი | ||
ეროვნული ნაკრები‡ | |||
1997 | ინგლისი U16 | 1 | (0) |
1998 | ინგლისი U18 | 2 | (0) |
2006 | ინგლისი B | 1 | (0) |
2005-2012 | ინგლისი | 12 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 06:53, 31 აგვისტო 2014 (UTC) ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 22:00, 26 მაისი 2012 (UTC) |
საფეხბურთო კარიერა
რედაქტირებარობერტ გრინმა ფეხბურთის თამაში „ნორიჯ სიტის“ აკადემიაში დაიწყო. გუნდში მისი დებიუტი 1999 წლის აპრილში შედგა, თუმცა ახალგაზრდა მეკარემ ძირითად შემადგენლობაში თამაში მხოლოდ 2001/02 წლებში დაიწყო. ამ დროს „ნორიჯი“ პრემიერ ლიგაში გადმოსვლისათვის იბრძოდა და გუნდში ახალგაზრდა ნიჭიერი მეკარის გამოჩენა საკმაოდ კარგი იყო. გრინის პირველ სრულფასოვან სეზონში „ნორიჯმა“ ჩემპიონშიფში მეექვსე ადგილი დაიკავა, თუმდა პლეი–ოფის ფინალში პენალტების სერიაში „ბირმინგემთან“ დამარცხდა. მომდევნო სეზონში, მიუხედავად გრინის მიერ ჩატარებული 19 მშრალი მატჩისა, „ნორიჯი“ პლეი–ოფში ვეღარ გავიდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ 2003/04 წლებში მათ ეს მოახერხეს, ხოლო რობერტ გრინი გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს.
წარმატების პიკზე მყოფი გრინი 2004 წლის აპრილში ინგლისის ნაკრებშიც გამოიძახეს, თუმცა ნაკრების შემადგენლობაში მისი პირველი მატჩი 2005 წლის მაისში შედგა, როდესაც რობერტი კოლუმბიის წინააღმდეგ მატჩში შეცვლაზე შემოვიდა. ის გახდა რიგით მეექვსე ფეხბურთელი „ნორიჯის“ რიგებში, რომელმაც ინგლისის ნაკრების მაისური მოირგო. 2004/05 სეზონი კლუბისთვის ძალიან ცუდი აღმოჩნდა და ინგლისის უმაღლესი დივიზიონი დატოვა. კლუბიდან წავიდა ბევრი წამყვანი ფეხბურთელი. 2005/06 წლებში საშინელი სეზონი ჩაატარა გრინმაც. მიუხედავად ამისა, ის ინგლისის ნაკრებში კვლავ გამოიძახეს და 2006 წლის სამუნდიალო განაცხადშიც შეიყვანეს. თუმცა მაისის ბოლოს მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ, ინგლისელი კიპერის გეგმებს, მუნდიალზე თამაშისა, უდიდესი დაღი დაასვა. მას შემდეგ რაც რობერტმა ტრავმა მოიშუშა, პრემიერ ლიგაში მოასპარეზე „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ შეუერთდა.
2006/07 სეზონი „ჩაქუჩთათვის“ პრემიერ ლიგაში დარჩენისათვის ბრძოლაში გაილია. გრინის შესანიშნავმა თამაშმა საშუალება მისცათ „ჩაქუჩებს“, გასვლით მატჩებში ემარჯვათ „არსენალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ, რამაც „ვესტ ჰემი“ პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი სეზონი დატოვა. 2007/08 სეზონი კლუბისათვის წარმატებული გამოდგა. მათ სეზონი მეათე პოზიციაზე დაასრულეს, ხოლო გრინს კი ამ სეზონში თებერვლის თვემდე თერთმეტმეტრიანი ვერც ერთმა ფეხბურთელმა ვერ გაუტანა. ეს გამოუვიდა მხოლოდ ჯეიმზ მაკფადენს, მეხუთე ცდაზე. გრინის კარგმა და დამაჯერებელმა თამაშმა მალევე მიიპყრო ინგლისის ნაკრების ახალი თავკაცის ფაბიო კაპელოს ყურადღება და მან 2008 წელს გრინი საფრანგეთის წინააღმდეგ მატჩში გამოიძახა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კი გრინმა საკმაოდ კარგი მატჩები ჩაატარა ანდორის, ყაზახეთისა და ხორვატიის ნაკრებების წინააღმდეგ.
კარიერული სტატისტიკა
რედაქტირებასანაკრებო
რედაქტირებაეროვნული ნაკრები | წელი | მატჩები | გოლები |
---|---|---|---|
ინგლისი | 2005 | 1 | 0 |
2009 | 7 | 0 | |
2010 | 3 | 0 | |
2012 | 1 | 0 | |
ჯამში | 12 | 0 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფეხბურთელის პროფილი TheFA.com–ზე
- რობერტ გრინი — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- გრინის პროფილი "ნორიჯ სიტიში"
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 (2010) The PFA Footballers' Who's Who 2010–11. Edinburgh: Mainstream Publishing, გვ. 176. ISBN 978-1-84596-601-0.