რკო შავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

იმერეთში „მთის ვენახსაც“ უწოდებენ, რადგანაც მთიან სოფლებში ჩრდილიან და სხვა ჯიშებისთვის შეუფერებელ ადგილებში აშენებენ.

შერეული სახით გვხვდება. ხარაგოულის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის და ჭიათურის ვენახებში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალოა, იშვიათად ოვალური ან განივოვალური ფორმის. ხუთი, ზოგჯერ სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული ან თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს აბლაბუდისებრი და მის ქვემოიი სუსტი ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან იშვიათად ცილინდრული, ან კონუსური ფორმის, ფრთიანი. ფრთა ზოგჯერ ძირითად მტევანს არ ჩამოუვარდება. კუმსი ან იშვიათად ძლიერ კუმსია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მცირედ ოვალური, მუქი-წითელი, თითქმის შავი ფერის. კანი სქელი და მვვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით შესამჩნევად დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

რკო შავი სუსტი ზრდა-განვითარებისა და მაღალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი 164-174 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის წონა 125-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.5-15.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.4-20.8%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5-8.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო მუქი ვარდისფერია, დამახასიათებელი არომატით, თხელი და დაბალექსტრქატული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 312
  • Ампеолграфия СССР, т. III. , стр. 30, 1966 г.