რკო თეთრი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

რკო თეთრი

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

რდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალოა, საკმაოდ ხშირად განივოვალური, ხუთ-სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური ფორმის, ხშირად მხრიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური. მომწვანო-მოყვითალო ფერის. აქვს სქელი და მკვრივი კანი, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანია, ტკბილი გემოთი.

რკო თეთრი საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 180-190 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შედის. მტევნის წონა 80-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა 9.0-11.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.3%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10.9 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო საკმაოდ ხარისხიანი და ჰარმონიულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 309
  • Ампеолграфия СССР, т. III. 1966 г. გვ. 28