რკინის კაცი სხვა მედიაში
მარველის კომიქსების პერსონაჟი რკინის კაცი გამოჩნდა მრავალ მედიასაშუალებაში. მისი დებიუტი შედგა გამოცემაში Tales of Suspense (#39, მარტი 1963). რკინის კაცი არის სამი ანიმაციური სერიალის და პირდაპირ DVD-ზე გამოცემული ანიმაციური ფილმის მთავარი პერსონაჟი. გამოსულია სამი მხატვრული ფილმი, რომელშიც მის როლს რობერტ დაუნი უმცროსი განასახიერებს. პერსონაჟი აგრეთვე ჩნდება ფილმებში „წარმოუდგენელი ჰალკი“ (2008), „შურისმაძიებლები“ (2012), „შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა“ (2015) და „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ (2016), ისევე, როგორც „ადამიანი-ობობა: დაბრუნება“ (2017).
ტელევიზია
რედაქტირება1960-იანები
რედაქტირებარკინის კაცი გამოჩნდა 1966 წლის სერიალში მარველის სუპერგმირები, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს წარმოადგენდა[1], მსახიობ ჯონ ვერნონის გახმოვანებით.[2]
1980-იანები
რედაქტირება- 1981 წელს რკინის კაცი გამოჩნდა სერიალში ადამიანი-ობობა და მისი წარმოუდგენელი მეგობრები[3], უილიამ მარშალის გახმოვანებით. აქ ტონი სტარკის პერსონაჟი მთავარი იყო.[2] ხოჭომ, სიუჟეტის მიხედვით, მოიპარა დანაშაულებების აღმომჩენი კომპიუტერი და რკინის კაცის ენერგორეაქტორი. ეს იყო პირველი პერსონაჟი, რომელსაც ადამიანი-ობობა და მისი მეგობრები პირველ ეპიზოდში შეხვდნენ. მას შემდეგ, რაც ობობა და მეგობრები დაეხმარნენ, სტარკმა ისინი აღჭურვა ახალი ტექნოლოგიით, რომელიც ეხმარებოდა დამნაშავეთა პოვნისას.
- რამდენიმე დამატებითი გამოჩენა რკინის კაცს ჰქონდა შურისმაძიებლებთან ერთად, 1981 წლის ადამიან ობობაში, ანიმაციურ ეპიზოდში Arsenic and Aunt May და კოსტიუმის სახით, კოსტიუმების მაღაზიაში, ეპიზოდში The Capture of Captain America[2]
- სერიალი რკინის კაცი 1980-იანებში მზადდებოდა და საპილოტო ეპიზოდი 1980 წელს შეიქმნა[4]
1990-იანები
რედაქტირება- 1994 წელს რკინის კაცი გამოჩნდა ამავე სახელწოდების ანიმაციურ სერიალში (ახმოვანებდა რობერტ ჰეიზი). იგი შედიოდა გუნდში, რომელშიც აგრეთვე იყვნენ საუკუნი (კომიქსი), საომარი მანქანა, ალისფერი ალქაჯი, ქორისთვალა და ქალი ობობა.[2] ეს სერიალი შედიოდა The Marvel Action Hour-ში, რომელშიც მარველის სერიალების რამდენიმე ანიმაციური ეპიზოდი შედიოდა, მათ შორის — ფანტასტიკური ოთხეული, თითოეული სერიალის ორი ნახერვასაათიანი ეპიზოდებით. რკინის კაცის წარმოშობის ისტორია ამ შემთხვევაში შეცვლილი იყო - სანაცვლოდ შრაპნელისა, რომელიც მის გულთან იყო, შერჭობილი ჰქონდა მრავალი ხიჭვი, რომელიც პარალიზებით იყო საშიში. სტარკი და ჰო იინსენი ვონ ჩუს კი არ ჰყავდა დატყვევებული, არამედ მანდარინს, რომელსაც შეემატა სუპერძალები. მანდარინი იყო ბოროტმოქმედდა გუნდის მეთაური.
- ყოველგვარი დიალოგის გარეშე რკინის კაცი ჩნდება 1994 წლის ფანტასტიკურ ოთხეულში
- პერსონაჟი აგრეთვე 1994 წლის სერიალ ადამიან ობობაში ეპიზოდ Secret Wars-ში ჩნდება[5]. პერსონაჟს რობერტ ჰეიზი ახმოვანებს.
- რკინის კაცის როლი ჰეიზმა კვლავ გაახმოვანა 1996 წლის წარმოუდგენელ ჰალკში, ეპიზოდში Helping Hand, Iron Fist.[5]
- 1999 წელს გამოვიდა 13 ეპიზოდიანი სერიალი The Avengers: United They Stand, რომელშიც რკინის კაცს ფრენსის დიაკოვსკი ახმოვანებს[5]
2000-იანები
რედაქტირება- 2007 წელს რკინის კაცი გამოჩნდა სერიალის ფანტასტიკური ოთხეული: მსოფლიოს უდიდესი გმირები 22-ე ეპიზოდში, Shell Games, დევიდ კეის გახმოვანებით.
- 2009 წელს რკინის კაცი სერიალში რკინის კაცი: ჯავშნიანი თავგადასავლები გამოჩნდა, ედრიან პეტრივის გახმოვანებით.[6]
- 2009 წლიდან რკინის კაცი იყო სერიალ The Super Hero Squad Show-ის პერსონაჟი, ტომ კენის გახმოვანებით.
2010-იანები
რედაქტირება- 2010-იანებიდან რკინის კაცი გამოჩნდა სერიალში შურისმაძიებლები: დედამიწის უძლიერესი გმირები, ერიკ ლუმისის და კეიჯი ფუჯივარას გახმოვანებით (იაპონურენოვან ვერსიაში).[7] ისევე, როგორც კომიქსებში, იგი გუნდის ერთ-ერთი დამაარსებელია და უზრუნველყოფს მისი სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლით აღჭურვას (სპეციალური საიდენტიფიკაციო ბარათების და ტრანსპორტის ჩათვლით). აქ შეიმჩნევა ელემენტები რკინის კაცთან დაკავშირებული სხვა კანონიკური კომიქსებიდან და შემდგომში გადაღებული ფილმების სერიიდან, როგორიც არის გულ-მკერდში ჩამონტაჟებული რეაქტორი და ჯავშანი, რომელსაც მართავს ხელოვნური ინტელექტი „ჯარვისი“ (კომიქსებში მისი ანალოგია „ჰომერი“. რკინის კაცი გუნდის ლიდერია, რასაც ხაზს უსვამს ყოველი ეპიზოდის შესავალი.
- მარველის ანიმეს, იაპონურ Madhouse-ს და მარველს შორის ოთხისერიანი თანამშრომლობის ფარგლებში, შეიქმნა 12 ეპიზოდიანი სერია, რომელშიც რკინის კაციც ჩნდება. ეს სერია იაპონიაში Animax-ზე, 2010 წლის ოქტომბერში გამოვიდა და აშშ-ში G4-ზე გავიდა.[8] იაპონიაში იგი დასრულდა 2010 წლის 17 დეკემბერს, ათი სრული ეპიზოდის ჩვენების შემდეგ. რკინის კაცი აგრეთვე გამოჩნდა სერიალის მარველის ანიმე: იქს-ადამიანები უკანასკნელ ეპიზოდში.
- პერსონაჟი ჩნდება ერთ-ერთ ანიმაციურ სერიალში ადამიანი ობობის შესახებ, სრულყოფილი ადამიანი ობობა, პასდარის გახმოვანებით. ეპიზოდში Great Power ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობს ტონი, აკონტროლოს თავისი ჯავშანი. მას აქვს მნიშვნელოვანი როლი ეპიზოდში Flight of the Iron Spider, რომელშიც გუნდთან ერთად ებრვის ცოცხალ ლაზერს. ამ ეპიზოდში აგრეთვე მინიშნებებია მისი, როგორც პლეიბოის, მხარეზე. მისი წარმოშობა კანონიკურ ვერსიას ეხმაურება - პირველ ჯავშანს ქმნის, რათა მძევლობიდან თავი დაიხსნას. ალტერნატიული ვერსია დასასრულს ნაწილობრივ არის ნაჩვენები, როდესაც ცოცხალი ლაზერის თავს ამოჰყოფს სუპერგმირების რაზმის რეალობაში.
- რკინის კაცი აგრეთვე არის თამაშის Lego Marvel Super Heroes: Maximum Overload გმირი, კვლავ ედრიან პასდარის გახმოვანებით.
- პასდარმა რკინის კაცი გაახმოვანა კიდევ ერთხელ, სერიალში Hulk and the Agents of S.M.A.S.H..[9]
- 2013 წლის სპეციალურ ეპიზოდში ფინეასი და ფერბი: მისია მარველი[10][11] რკინის კაცი პასდარის გახმოვანებით კვლავ ჩნდება.
- რკინის კაცი აგრეთვე ჩნდება სერიალში შურისმაძიებლების შეკრება (პასდარის გახმოვანებით). მესამე სეზონში პასდარს უნდა ჩანაცვლოდა მიკ უინგერტი, მაგრამ საბოლოოდ როლი კვლავ პასდარს დაუტოვეს.[12][13]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Thomas, Roy (2007). The Marvel Vault: A Museum-in-a-Book with Rare Collectibles from the World of Marvel. Philadelphia, Pennsylvania: Running Press, გვ. 101. ISBN 978-0762428441. „In 1966, television production company Grantray-Lawrence produced a series of five half-hour semi-animated shows under the banner title Marvel Superheroes. Captain America, The Incredible Hulk, Iron Man, The Mighty Thor, and Sub-Mariner all made their television debuts.“
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Goldman, Eric. (April 29, 2013) Iron Man's TV History. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 10, 2013. ციტირების თარიღი: აპრილი 11, 2017.
- ↑ Iron Man In Animation - A Retrospective Part One. Marvel Animation Age (n.d.). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 11, 2013. ციტირების თარიღი: September 13, 2010.
- ↑ Arrant, Chris. (March 6, 2013) Uncovering Marvel’s lost ’80s cartoon pitches. Comic Book Resources. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 22, 2015. ციტატა: „There are some stalwarts there, including a swank Iron Man, a Six Million Dollar Man-esque Ant-Man, and a Daredevil show that pairs the blind attorney with a dog named Lightning.“
- ↑ 5.0 5.1 5.2 Iron Man In Animation - A Retrospective Part Five. Marvel Animation Age (n.d.). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 11, 2013. ციტირების თარიღი: September 13, 2010.
- ↑ Lowry, Brian. (April 21, 2009) Review: Iron Man: Armored Adventures. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 11, 2013. ციტირების თარიღი: June 11, 2013.
- ↑ Busch, Jenna. (February 8, 2010) Avengers Animated Assembling w/ Phil Lamarr. Newsarama. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 9, 2013. ციტირების თარიღი: February 8, 2010.
- ↑ „Marvel Anime to Run on G4 in the United States in 2011“. Anime News Network. July 23, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 9, 2013. ციტირების თარიღი: July 24, 2010.
- ↑ Goldman, Eric. (April 17, 2012) Eliza Dushku Will S.M.A.S.H. as She-Hulk. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 11, 2013. ციტირების თარიღი: აპრილი 11, 2017.
- ↑ Phineas and Ferb: Mission Marvel Preview. Marvel Comics (July 18, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 31, 2012. ციტირების თარიღი: August 31, 2012.
- ↑ Goldman, Eric. (June 28, 2013) Phineas and Ferb: Mission Marvel Debut Date Announced. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 6, 2013. ციტირების თარიღი: აპრილი 11, 2017.
- ↑ Sunu, Steve. (October 13, 2012) NYCC: Coulson Lives In Whedon's S.H.I.E.L.D.. Comic Book Resources. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 11, 2013. ციტირების თარიღი: აპრილი 11, 2017.
- ↑ Strecker, Erin. (May 8, 2013) Marvel's Avengers Assemble on DisneyXD -- Exclusive First Look. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 11, 2013. ციტირების თარიღი: აპრილი 11, 2017.