„რკინის გუმბათი“ (ებრ. כיפת ברזל, ინგლ. Iron Dome) — ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა, რომელიც განკუთვნილია არამართვადი ტაქტიკური რაკეტებისაგან ისრაელის დასცვისთვის 4-დან 70 კმ-მდე ფრენის მანძილიდან.[9] შექმნილია კომპანია Rafael-ის მიერ.

რკინის გუმბათი
ტიპი C-RAM და მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა[1]
წარმომავლობის ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 2011-დან დღემდე
იყენებენ ისრაელის დროშა ისრაელი
ომები და კონფლიქტები ღაზა-ისრაელის კონფლიქტი (2011, 2012)
ოპერაცია ღრუბლიანი სვეტი
ოპერაცია ურღვევი კლდე
სინაის ამბოხება
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი Rafael Advanced Defense Systems და Israel Aerospace Industries
შექმნის თარიღი 2005-დან დღემდე
მწარმოებელი Rafael Advanced Defense Systems და Israel Aerospace Industries
ეგზემპლარის ღირებულება

$50 მილიონი ერთი ბატარეა[2]

$40,000 ერთი შუშხუნა [3]
წარმოების პერიოდი 2011-დან დღემდე
რაოდენობა 10 ბატარეა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე[4] (დაგეგმილია 5 ბატარეის განთავსება )[5][6]
მახასიათებლები
წონა 90 კგ (3200 გირვანქა)[7]
სიგრძე 3 (9,8 ფუტი)[7]
დიამეტრი 160 მმ (6,3 ინჩი)[7]

დეტონაციის
მექანიზმი
რადიოამფეთქი[8]

სისტემა მოიცავს რაკეტების ამოცნობის, მათი ტრაექტორიის გამოთვლის და ჰაერში განადგურების მექანიზმებს. ის ყველანაირ ამინდში მუშაობს — ნისლშიც, წვიმაშიც და მტვრის ღრუბელშიც. სისტემა აანალიზებს საფრთხეს და ანტირაკეტას მხოლოდ მაშინ უშვებს, თუ საფრთხე დასახლებულ ადგილს ემუქრება.[10] თითოეულ ბატარეას შეუძლია დაიცვას 150 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია.[11]

პირველი ბატარეა განთავსდა 2011 წლის 27 მარტს ბეერ-შევასთან ახლოს.[12] 7 აპრილს წარმატებით შეაჩერა ღაზიდან ნასროლი БМ-21-ის რაკეტები. [13] 2012 წლის 10 მარტს The Jerusalem Post-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ „რკინის გუმბათმა“ ღაზის სექტორიდან გამოტყორცნილი რაკეტების 90% გაანადგურა, რომლებიც დასახლებული პუნქტების დასაბომბად იყო განკუთვნილი.[14] 2012 წლის ნოემბრისათვის ანტისარაკეტო სისტემამ 400-ზე მეტი რაკეტა გაანადგურა.[15][16] 2014 წელს ისრაელის მთელ ტერიტორიაზე დამონტაჟდა 9 ბატარეა. 2014 წლის ბოლოსათვის, „რკინის გუმბათმა“ ჩამოაგდო 1200 რაკეტა.[17]

ისრაელის ოფიციალური უწყებების განცხადებით, „რკინის გუმბათი“ ღაზის სექტორიდან გამოსროლილი რაკეტების 85–90 პროცენტს უმკლავდება. ზოგიერთ ექსპერტს ეჭვი შეაქვს ამ მაჩვენებლის სანდოობაში, თუმცა ანალიტიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ სისტემა მუშაობს, რაზეც მეტყველებს ისრაელის მხრიდან მსხვერპლის ნაკლებობა.[10]

2016 წელს აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობის მინისტრმა, იავერ ჯამალოვმა განაცხადა, რომ ისრაელისგან შეიძენდა „რკინის გუმბათის“ სისტემას. მას შემდეგ ხელშეკრულებას ინდოეთმა, რუმინეთმა და აშშ-მაც მოაწერეს ხელი.[10]

  1. Iron Dome: Defense System Against Short Range Artillery Rockets. Rafael Advanced Defense Systems. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 6 August 2009.
  2. "The secret of the wonder weapon that Israel will show off to Obama", Time, March 19, 2013, http://world.time.com/2013/03/19/the-secret-of-the-wonder-weapon-that-israel-will-show-off-to-obama/.
  3. Israel's Missile Defense System, June 2016, http://www.jewishvirtuallibrary.org/jsource/talking/88_missiledefense.html.
  4. Lappin, Yaakov. Tenth Iron Dome battery deployed to protect Israel from rockets. The Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 11 August 2014.
  5. „Air Defense: U.S. Pays For More Iron Dome“, Strategy page, http://www.strategypage.com/htmw/htada/20140319.aspx. წაკითხვის თარიღი: 11 July 2014.
  6. Lazareva, Inna. (10 July 2014) The Iron Dome: what is it and how does it work?. The Telegraph. ციტირების თარიღი: 10 July 2014.
  7. 7.0 7.1 7.2 Ben-David, Alon (18 March 2008). „Iron Dome advances to meet Qassam threat“. Jane's. ციტირების თარიღი: 18 August 2011.
  8. Iron Dome Air Defense Missile System, Israel. Army technology. ციტირების თარიღი: 18 August 2011.
  9. «Железный купол» Израиля: эйфория от успеха? // Русская служба Би-би-си
  10. 10.0 10.1 10.2 „ისრაელის „რკინის გუმბათი“ — რა არის, როგორ მუშაობს და რა ნაკლი აქვს“. რადიო თავისუფლება. 13 მაისი, 2021. ციტირების თარიღი: 14 მაისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  11. IAF deploys third Iron Dome battery outside Ashdod — Jerusalem Post
  12. „Israel deploys 'Iron Dome' rocket shield“. Al Jazeera English. 27 March 2011. ციტირების თარიღი: 18 August 2011.
  13. Pfeffer, Anshel; Yanir Yagna (7 April 2011). „Iron Dome successfully intercepts Gaza rocket for first time“. Haaretz. ციტირების თარიღი: 7 April 2011.
  14. Katz, Yaakov (10 March 2012). „Iron Dome ups its interception rate to over 90%“. The Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 10 March 2012.
  15. Livnat, Yael. (18 November 2012) Tweet. IDF Spokesperson's Unit. ციტირების თარიღი: 19 April 2012.
  16. Livnat, Yeal. (5 April 2012) he:שנה ליירוט הראשון של כיפת ברזל: "ההצלחה – בזכות הלוחמים" (One year to first interception of Iron Dome: "The success – because of the fighters") he. IDF Spokesperson's Unit. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 19 April 2012.
  17. Israeli Firm Adapts Iron Dome for Intercepts at Sea დაარქივებული 2014-11-01 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links — defensenews.com