რი სუნგ- გი ( კორ. 리승기 ; დ. 1 ოქტომბერი, 1905,ტამიანგი, ჩოლა-ნამდო, კორეის იმპერია — გ. 8 თებერვალი, 1996, ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა ) — ჩრდილოეთ კორეელი ორგანული ქიმიკოსი, სინთეტიკური ბოჭკო ვინალონის გამომგონებელი. ჩრდილოეთ კორეის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950). ბრალი ედებოდა ჩრდილოეთ კორეის ქიმიური და ბირთვული იარაღის პროგრამებში მონაწილეობაში.

რი სუნგ-გი
კორ. 리승기
დაბ. თარიღი 1 ოქტომბერი, 1905(1905-10-01)
დაბ. ადგილი Danyang County, კორეა იაპონიის მმართველობის ქვეშ
გარდ. თარიღი 8 თებერვალი, 1996(1996-02-08) (90 წლის)
მოქალაქეობა  ჩრდილოეთი კორეა
საქმიანობა ქიმიკოსი
მუშაობის ადგილი კიოტოს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კიოტოს უნივერსიტეტი
ჯილდოები ლენინური პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

რი სუნგ გი, ასევე ლი სუნგ გი დაიბადა დამიანგში, სამხრეთ ჯეოლას პროვინციაში, კორეის იმპერიაში 1905 წელს. სეულის ცენტრალური საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო იაპონიაში. დაამთავრა მაცუიამას საშუალო სკოლა და ჩაირიცხა კიოტოს საიმპერატორო უნივერსიტეტში ინჯინერ-ქიმიკოსის სპეციალობაზე. 1939 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი. 1945 წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კიოტოსა და ტოკიოს უნივერსიტეტებში. ერთ-ერთი იაპონური წყაროს თანახმად, 1945 წელს რი სუნგ-გიმ რამდენიმე თვე გაატარა ციხეში იმის გამო, რომ უხეშად უთხრა კორეის სამხედრო პოლიციის წარმომადგენელს: იაპონიის იმპერია განწირულია. ის ციხიდან მხოლოდ იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ გაათავისუფლეს.

1945 წლიდან 1947 წლამდე იყო ორგანული ქიმიის ფაკულტეტის პროფესორი და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი კიონსონსის უნივერსიტეტში, თუმცა გამოდიოდა ამერიკის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ მისი სეულის უნივერსიტეტად გადაქცევის წინააღმდეგ, რის გამოც გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან 1950 წლის აგვისტოში, კორეის ომის დაწყების შემდეგ, იუ ჩონ ოკის (რომელიც მოგვიანებით გახდა ჩრდილოეთ კორეის ვიცე პრეზიდენტი) მოწვევით, იგი გადავიდა ჩრდილოეთით კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც ხელმძღვანელობდა კვლევით სამუშაოებს სინთეზური ბოჭკოების წარმოებასთან დაკავშირებით.. ჩრდილოეთში გაქცევის შემდეგ, რი სუნგ- გი იხსენებდა:

„ერთი მხრივ გაკვირვებული ვიყავი, მეორე მხრივ ბედნიერი. სიამოვნებით გავიგე, რომ სულ რაღაც ხუთ წელიწადში კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეძლო კვალიფიციური ტექნიკური პერსონალის მომზადება კარბიდის ალკოჰოლის კომერციულად დასამზადებლად. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ გვქონდა მყარი საფუძველი, რათა გაგვეგრძელებინა ჩვენი კვლევა ვინალონის კომერციალიზაციის შესახებ, რაც ზუსტად ისაა, რისი გაკეთებაც მინდოდა“.

სამეცნიერო საქმიანობა

რედაქტირება

რი სუნგ-გის ძირითადი კვლევები უკავშირდებოდა პოლივინილაცეტატის და პოლივინილ სპირტის სინთეზისა და თვისებების შესწავლას. 1939 წელს, ჯგუფში მუშაობისას პროფესორ იჩირო საკუდარას ხელმძღვანელობით, რიმ და მისმა იაპონელმა კოლეგამ მიიღეს წყალში ხსნადი ბოჭკოვანი ვინალონი პოლივინილის სპირტის საფუძველზე. 1941 წელს რი სუნგ-გიმ და მისმა თანაავტორებმა მიიღეს გამოგონების პატენტი. [1] რი სუნგ-გიმ ჩრდილოეთ კორეაში დაიწყო მუშაობა ვინალონის წარმოებაზე. ამ მიზნით, იანგანგ-დოს პროვინციაში, ჩინგსუ-რიში მისთვის გამოიყო სპეციალური ლაბორატორია, რომელიც მდებარეობდა კლდეში გამოკვეთილ უზარმაზარ გამოქვაბულში. მეცნიერმა შეიმუშავა სინთეზური ბოჭკოების შეღებვის მეთოდები. არსებული ინფორმაციით, იგი პირადად აკონტროლებდა ვინალონის წარმოების პირველი დიდი ქარხნის მშენებლობას ქალაქ ჰამჰინში (ჰამგენ-ნანდოს პროვინცია). იგი იყო ვინალონის ინსტიტუტის დამფუძნებელი და პირველი დირექტორი, ჩრდილოეთ კორეის მეცნიერებათა სახელმწიფო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი (1950 წლიდან) და მისი ჰამჰუნგის ფილიალის თავმჯდომარე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1966 წლიდან). ლენინის პრემიის ლაურეატი (1962). 1965 წლის ივნისიდან, ჩრდილოეთ კორეის მეცნიერებათა აკადემიის ატომური ენერგიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი.

რი სუნგ-გის უფროსი ვაჟი — ლი ჯონგ- გუა — ქიმიკოსი, პროფესორი, კიმ ირ სენის სახელობის უნივერსიტეტის კატალიზატორების კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, დამსახურებული მეცნიერი, მეცნიერებათა დოქტორი. შვილიშვილი, ლი მიუნგ ილი —ჩრდილოეთ კორეის დამსახურებული არტისტი, Eunhasu-ს ორკესტრის მთავარი დირიჟორი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Patent no. 147,958, February 20, 1941, Ichiro Sakurada, Yi Sung-ki [Lee. S.] and H. Kawakami, issued to Institute of Japan Chemical Fiber. Jun-Ichi Hikasa, "Poly(Vinyl Alcohol), " in Kirk-Othmer, Encyclopedia of Chemical Technology, fourth edition, Vol. 10 (New York: John Wiley & Sons, 1992) pp. 685—696. (Патент № 147,958 от 20 февраля 1941 года, Иширо Сакурада, Ли Сын Ги [Ли. С.] и Х. Каваками, выданный японскому Институту химических волокон. — Юн Ичи Хикаса «Поли(виниловый спирт» / в Кирк-Отмер «Энциклопедия химической технологии». — 4-е изд. — Т.10. — Нью-Йорк: Джон Вили и сыновья. — 1992 г. — С. 685—696.)