რიშარდ ბუგაისკი
რიშარდ ბუგაისკი (პოლ. Ryszard Bugajski; დ. 27 აპრილი 1943, ვარშავა, პოლონეთი — გ. 7 ივნისი, 2019, იქვე) — პოლონელი რეჟისორი, მწერალი და სცენარისტი. ომამდელი აქტივისტის ედუარდ ბუგაისკის შვილი. რიშარდ ბუგაისკი არის არაერთი კინოფესტივალის ჯილდოების გამარჯვებული. 1972 წლიდან მოყოლებული გადაიღო 23 ფილმი და სატელევიზიო შოუ.
რიშარდ ბუგაისკი | |
---|---|
რიშარდ ბუგაისკი | |
დაბადების სახელი | რიშარდ ბუგაისკი |
დაბადების თარიღი |
27 აპრილი, 1943 ვარშავა, პოლონეთი |
გარდაცვალების თარიღი |
7 ივნისი, 2019 (76 წლის) ვარშავა, პოლონეთი |
საქმიანობა |
რეჟისორი მწერალი სცენარისტი |
აქტიური | 1972-2019 |
ვარშავის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიას, ხოლო ქალაქ ლოძის კინოსკოლაში რეჟისურას, რომელიც მან 1973 წელს დაამთავრა. ბუგაისკის 1982 წლის ფილმი „დაკითხვა“ მოხსენიებულია როგორც „ყველაზე ანტი-კომუნისტური ფილმი პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის ისოტრიაში“ და შეყვანილი იყო 43-ე კანის კინოფესტივალზე. ფილმში მთავარი როლები შეასრულეს კრისტინა იანდამ და ადამ ფერენციმ. აღსანიშნავია, რომ ფილმი პოლონეთის კომუნისტურმა ცენზურამ აკრძალა.
2008 წლის 29 ოქტომბერს კულტურაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა მედალი.[1] რიშარდ ბუგაისკი გარდაიცვალა 2019 წლის 7 ივნისს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- დაკითხვა (1982)
- გამოკვეთილად (1990)
- კაპიტან პილეცკის სიკვდილი (2006)
- გენერალი ნილი (2009)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.mkidn.gov.pl/dziennikarze/2053.html[მკვდარი ბმული] Wręczenie medali Gloria Artis. mkidn.gov.pl, 29 października 2008.