დაკითხვა (ფილმი)
„დაკითხვა“ (პოლ. Przesłuchanie) — 1989 წლის პოლონური დრამატული ფილმი. კრისტინა იანდამ მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.
„დაკითხვა“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | რიშარდ ბუგაისკი |
პროდიუსერი | ტადეუშ დრევნო, ანჯეი ვაიდა |
სცენარის ავტორი | რიშარდ ბუგაისკი, იანუშ დიმეკი |
როლებში | კრისტინა იანდა, ადამ ფერენცი, იანუშ გაიუში |
ოპერატორი | იაჩეკ პეტრიჩკი |
მონტაჟი | კატარჟინა კოვალჩიკი |
სტუდია | Zespól Filmowy "X" |
გამოსვლის თარიღი | 13 დეკემბერი, 1989 |
ხანგრძლივობა | 118 წუთი |
ქვეყანა | პოლონეთი |
ენა | პოლონური |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
1951 წელს პოლონეთში აპატიმრებენ ანტონია დივიშს. ტონია სიცოცხლისმოყვარული მომღერალია. ერთ დღეს ქმართან ჩხუბის შემდეგ ის ორ ახალგაზრდას გაჰყვება დასალევად. ტონია დათვრება, მეორე დილით კი უკვე ციხეში იღვიძებს. ციხეში მას გამომძიებლები აღიარებითი ჩვენების მიცემასა და ნაცნობი სამხედროების დაბეზღებას აიძულებენ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „დაკითხვა“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- დაკითხვა დაარქივებული 2013-01-17 საიტზე Wayback Machine. culture.pl-ზე