რიფსიმე — საქართველოს დედოფალი, მეფე ვახტანგ III-ის (ზეობდა 1297/1302–1308) მეუღლე.

ჟამთააღმწერლის ცნობით, ვახტანგის ცოლი იყო „შაბურის ძის ასული“, რომელიც მას გამეფებამდე შეურთავს. მემატიანე დედოფლის სახელს არ გადმოგვცემს. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ აღაპის მიხედვით ვახტანგ მეფის მეუღლის სახელი რიფსიმეა. ეს აღაპი მეფე-დედოფლისთვის ჯვრის მონასტრიდან გამოძევებული ქართველი ბერების მატერიალური დახმარების სანაცვლოდ 1299 წელს განუჩენიათ.

ვახტანგს ორი შვილი ჰყავდა: დიმიტრი და გიორგი. პირველს სამფლობელოდ დმანისი ჰქონდა, მეორეს — სამშვილდე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის XI-XVII ს.ს., თბ., 1962. — გვ. 41-44.