რიფელჰორნი
რიფელჰორნი (გერმ. Riffelhorn) — მთა პენინის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს სოფელ ცერმატის სამხრეთით, ვალეს კანტონში.
რიფელჰორნი | |
---|---|
კოორდინატები: 45°58′52″ ჩ. გ. 7°45′29″ ა. გ. / 45.98111° ჩ. გ. 7.75806° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 2 928 მ |
ქედი | პენინის ალპები |
რიფელჰორნი აყალიბებს გორნერის ქედის ნაწილს და იძლევა მასზე ასვლის შესანიშნავ პირობებს. დიდი ხნის მანძილზე, იგი ალპინიზმის ადგილობრივი გიდების მიერ კლდეზე ცოცვის წვრთნებისთვის გამოიყენებოდა.