შრიოდერის სახლი

(გადამისამართდა გვერდიდან რიტველდ-შრიოდერის სახლი)

შრიოდერის სახლი (ნიდერლ. Rietveld Schröderhuis) აგრეთვე ცნობილი როგორც რიტველდ-შრიოდერის სახლი — ნაგებობა ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, რომელიც 1924 წელს არქიტექტორმა გერიტ რიტველდმა ქალბატონ ტრუუნს შრიოდერისა და მისი სამი ბავშვისთვის ააგო. ქალბატონს სურდა სახლი კედლების გარეშე ყოფილიყო. არქიტექტორი მასთან ბევრს მუშაობდა, რათა სახლისთვის საბოლოო სახე მიეცა. მაგრამ პირველადი შესაძლო პროექტები შრიოდერს არ მოსწონდა.

რიტველდ-შრიოდერის სახლი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები I, II
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 52°05′07″ ჩ. გ. 5°08′50″ ა. გ. / 52.08528° ჩ. გ. 5.14722° ა. გ. / 52.08528; 5.14722
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 965
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 965
ინგლ.რუს.ფრ.

დღეისათვის სახლი დე შტეილის არქიტექტურული სტილის ყველაზე ცნობილი და ალბათ ერთადერთი ნამდვილი ნიმუშია. მისის შრიოდერი მასში გარდაცვალებამდე, 1985 წლამდე ცხოვრობდა. დღეს ის მუზეუმს წარმოადგენს და დამთვალიერებლეთათვის ღიაა. 2000 წელს, იუნესკომ იგი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: