რიჟრაჟი“ — ქართული ორკვირეული პოპულარული სამეცნიერო-ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1907 წელს, გამოიცა 2 ნომერი. აშუქებდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამართლის, ისტორიულ და სხვა საკითხებს. დასტამბულია სტატიები:„რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობა ლონდონში“, „ბიოგრაფია კარლ მარქსისა“, „კაპიტალი“, „სახელმწიფო და მისი წარმოშობა“, „რუსეთის მიმოხილვა“, „ბიოგრაფია ჯუზეპე გარიბალდისა“ და სხვა სტატიები. თანამშრომლობდნენ ლ. ნათაძე, ვ. დარჩიაშვილი, ნ. ჟორდანია და სხვები. რედაქტორ-გამომცემელი — გ. უტურაშვილი. დაიხურა 1907 წლის 3 აგვისტოს თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით.

ლიტერატურა რედაქტირება