სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რიონი (მრავალმნიშვნელოვანი).

„რიონი“ქართული ჟურნალი. საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის ქუთაისის განყოფილების მხატვრულ-ლიტერატურული ორგანო. 1926 წელს ქუთაისში გამოიცა ერთი ნომერი. დაბეჭდილია ი. ასათიანის, პ. აბრამიას, ვ. ბესოშვილის, ა. მაშაშვილის, დ. რონდელის, თ. ასათიანის, ი. ხოშტარიას ლექსები. კ. ლორთქიფანიძის, ე. პოლუმორდვინოვის, ე. ფურცხვანიძის მოთხრობები და წერილები. ტირაჟი 1000 ცალი.

ლიტერატურა რედაქტირება