რიოგრანდეს რესპუბლიკა

რიოგრანდეს რესპუბლიკა (პორტ. República Rio-Grandense) ან პირატინის რესპუბლიკა (პორტ. República do Piratini) — ყოფილი თვითგამოცხადებული სახელმწიფო ბრაზილიის ტერიტორიაზე 1836-1845 წლებში. მდებარეობდა დღევანდელი რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატის ტერიტორიაზე [1]. არსებობის თითქმის 10 წლის განმავლობაში გამოიცვალა 5 დედაქალაქი: პირატინი, ალეგრეტე, კასაპავა-დუ-სული, ბაჟე (2 კვირით) და სან-ბორჟა.

რიოგრანდეს რესპუბლიკა
პორტ. República Rio-Grandense

რესპუბლიკა

11 სექტემბერი 18365 მარტი, 1845
დროშა გერბი
დედაქალაქი პირატინი
ალეგრეტე
კასაპავა-დუ-სული
ბაჟე
სან-ბორჟა
ენა პორტუგალიური
რელიგია კათოლიკობა
ფართობი 281748.5 კმ²
მმართველობის ფორმა რესპუბლიკა
პრეზიდენტი ბენტუ გონსალვიშ და სილვა

რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა გენერალმა ანტონიუ დი სუზ ნეტუმ, რომელმაც გენერალი ბენტუ გონსალვიშ და სილვა რესპუბლიკის პრეზიდენტად დანიშნა.

1839 წლის 24 ივლისს მეზობელ სანტა-კატარინას ტერიტორიაზე გამოცხადდა ივლისის რესპუბლიკა (პორტ. República Juliana), რომელიც მალევე კონფედერაციაში შევიდა პირატინის რესპუბლიკასთან.

რესპუბლიკის არსებობა შეწყდა 1845 წელს პონჩო-ვერდეს ზავის დადების შემდეგ.

  1. History of the Flag of the Riograndense Republic:. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-13. ციტირების თარიღი: 2022-03-05.