რვული
რვული — ქართული ლექსის სახეობა, რომელიც რვა ერთნაირი რითმით არის დაწერილი. გვხვდება ე. წ. აღორძინების ხანის პოეტებთან. არსებობს რვულის 2 სახეობა: ოთხტაეპიანი ლექსი, რომელსაც აქვს ოთხი შინაგანი და ოთხი გარეგანი საერთო რითმა, და რვატაეპიანი ლექსი, რომელიც შეწყობილია რვა საერთო გარეგან რითმაზე. მეტრის მიხედვით არსებობს 16, 20-მარცვლიანი რვული და სხვა.
მომშორდა საყუარელია, ვაი მოგონება ძნელია, მისთჳს მაქუს თუალი სუჱლია, ჩემთჳს ნათელი ბნელია.
— ქილილა დამანა. კარი ე.
ლიტერატურა
რედაქტირება- მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 380.
- მიქაძე გ., ნარკვევები ქართული პოეტიკის ისტორიიდან, თბ., 1974.