რექტიფიკაცია
რექტიფიკაცია (გვიანდ. ლათ. restificatio — გასწორება) — რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარი სითხეების ნარევის გაყოფის ხერხი. რექტიფიკაცია ემყარება სითხის მრავალჯერად აორთქლებას და მისი ორთქლის კონდენსაციას ან ნარევის ერთჯერად აორთქლებას და კომპონენტების შემდგომ მრავალსაფეხუროვან კონდენსაციას. მიმდინარეობს სარექტიფიკაციო აპარატურაში (სარექტიფიკაცია სვეტებში). რექტიფიკაციას მიმართავენ ქიმიური, სპირტისა და ნავთობგადასამუშავებელ მრეწველობაში, აგრეთვე გათხევადებული აირების გასაყოფად.
სარექტიფიკაციო აპარატურა
რედაქტირებარექტიფიკაციის ჩასატარებელი აპარატები — სარექტიფიკაციო სვეტები — შედგება საკუთრივ სვეტისაგან, სადაც ხორციელდება ორთქლისა და სითხის წინაღდენიანი კონტაქტი, და ისეთი მოწყობილობებისაგან, რომლებშიც სითხეორთქლდება და ორთქლი კონდენსირდება, აგრეთვე კუბისა და დეფლეგმატორისაგან. კუბი ვერტიკალურად დადგმული ღრუ ცილინდრია, რომელშიც დაყენებულია ე. წ. თეფშები ან მოთავსებულია წყობური.
თეფშებისა და წყობურის დანიშნულებაა ფაზებსშორისო კონტაქტის განვითარება და სითხესა და ორთქლს შორის კონტაქტის გაუმჯობესება. ნაჩვენებია გადასასხმელი თეფშების კონსტრუქციები. სარექტიფიკაციო სვეტების წყობურად იყენებენ რგოლებს, რომელთა გარე დიამეტრი მათი სიმაღლის ტოლია. გავრცელებულია რაშიგის რგოლები და მათი მოდიფიკაციები. განასხვავებენ უწყვეტსა და პერიოდულ რექტიფიკაციას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 376—377.