რეტნო ლესტარი პრიანსარი მარსუდი (ინდონ. Retno Lestari Priansari Marsudi), უმეტესად ცნობილია, როგორც რეტნო მარსუდი (ინდონ. Retno Marsudi) (დ. 27 ნოემბერი, 1962, სამარანგი, ცენტრალური იავა, ინდონეზია) — ინდონეზიელი დიპლომატი, საგარეო საქმეთა მინისტრი 2014 წლიდან[1]. პირველი ქალი საგარეო საქმეთა მინისტრი ინდონეზიის ისტორიაში.

რეტნო მარსუდი
რეტნო მარსუდი
ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა27 ოქტომბერი, 2014
პრეზიდენტი  ჯოკო ვიდოდო
წინამორბედიმარტი ნატალეგავა

ინდონეზიის ელჩი ნიდერლანდებში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 იანვარი, 2012 – 16 იანვარი, 2015
პრეზიდენტისუსილო ბამბანგ იოდჰოიონო

ინდონეზიის ელჩი ნორვეგიაში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2005 – 2008
პრეზიდენტისუსილო ბამბანგ იოდჰოიონო

ინდონეზიის ელჩი ისლანდიაში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2005 – 2008
პრეზიდენტისუსილო ბამბანგ იოდჰოიონო

დაბადებული27 ნოემბერი, 1962
სამარანგი, ცენტრალური იავა, ინდონეზია
მეუღლეაგუს მარსუდი
შვილები2
განათლებაგაჯა-მადის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

რეტნო მარსუდი დაიბადა 1962 წლის 27 ნოემბერს სამარანგში[2]. დაამთავრა სამარანგის № 3 საშუალო სკოლა. 1985 წელს დაასრულა ჯოკიაკარტაში მდებარე გაჯა-მადის უნივერსიტეტი[3]. სწავლა განაგრძო ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ევროკავშირის სამართლის სპეციალობით[4].

1990-იან წლებში მუშაობდა ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1997-2001 წლებში მარსუდი ჰააგაში ინდონეზიის საელჩოში ეკონომიკის სფეროს მდივნად მუშაობდა. 2001 წელს დანიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის დირექტორად[3], 2003 წელს დასავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორად[5].

2005 წელს მარსუდი ვანიშნეს ინდონეზიის ელჩად ნორვეგიასა და ისლანდიაში[3]. 2011 წლის დეკემბერში ნორვეგიის მეფემ დააჯილდოვა დამსახურების ორდენით. იგი გახდა ამ ორდენის პირველი ინდონეზიელი მფლობელი[1].

ოსლოდან დაბრუნების შემდეგ მარსუდი მცირე დროით კვლავ ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა[3]. 2012 წელს იგი ნიდერლანდებში ინდონეზიის ელჩად დანიშნეს[3]. 2014 წლის 27 ოქტომბრიდან პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა[6].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

რეტნო მარსუდის ქმარია არქიტექტორი აგუს მარსუდი. მათ ჰყავთ ორი გოგო დოტა და ბაგასი[4].

  1. 1.0 1.1 Retno Marsudi, Menlu Perempuan Pertama Indonesia Indonesia. Bisnis.com (26 Oktober 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-11. ციტირების თარიღი: 26 Oktober 2014.
  2. Profil Singkat Menteri Luar Negeri Retno Marsudi
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Retno Marsudi named foreign affairs minister Retno Marsudi named foreign affairs minister Indonesia. Antara (26 Oktober 2014). ციტირების თარიღი: 26 Oktober 2014.
  4. 4.0 4.1 Mengenal Retno Marsudi, menlu perempuan pertama Indonesia Indonesia. Merdeka.com (26 Oktober 2014). ციტირების თარიღი: 26 Oktober 2014.
  5. Menlu Retno Marsudi Sudah Siapkan Program Kerja Indonesia. Kompas (26 Oktober 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-20. ციტირების თარიღი: 26 Oktober 2014.
  6. Joko Widodo appoints Indonesia's first female foreign minister, Retno Marsudi | World news | The Guardian