ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რეტის ეტიუდი — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საჭადრაკო ეტიუდი. ის 1921 წელს გამოაქვეყნა ჩეხოსლოვაკიელმა მოჭადრაკე რიხარდ რეტიმ.

რიხარდ რეტი
Kagans Neueste Schachnachrichten
1921
abcdefgh
88
77
66
55
44
33
22
11
abcdefgh
ყაიმი (2 + 2)

ორი კურდღლის მდევარი ვერც ერთს დაიჭერს და ვერც მეორესო. ამ ქართული ანდაზის ჭეშმარიტება დაგაეჭვებს, როცა რეტის ცნობილ პოზიციას გაეცნობი. შავი მეფე თეთრი პაიკის კვადრატშია, თეთრ მეფეს კი h5 პაიკის შესაკავებლად სამი სვლა სჭირდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მეფის და პაიკის გადაადგილების სიჩქარე თანაბარია, მაშინ თეთრების პოზიცია უიმედოა. ასევე, სამი სვლა სჭირდება თეთრ მეფეს, თავისი გამსვლელი პაიკის დახმარება რომ შეძლოს.
1. მფg7 h4

2. მფf6. მფb6

3. მფe5
და შეიძლება ითქვას, „ორი კურდღლის მდევარი ან ერთს დაიჭერს ან მეორესო“.
3. მფc6

4. მფf4
და მეფე შავი პაიკის კვადრატშია, ხოლო თუ 3. ... h3, მაშინ 4. მფd6! h2 5. c7 და ყაიმი.

რეტის პარადოქსული იდეა სწრაფად გახდა მთელ მსოფლიოში პოპულარული. შეიქმნა სხვადასხვა ვარიაციები. (ეტიუდი წარმოდგენილია დავით გურგენიძის კომენტარით)[1]

  1. დავით გურგენიძე, ვისწავლოთ ენდშპილი, თბ., 2004, I ნაწილი, გვ. 86
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეტის_ეტიუდი“-დან