რესან კონცელიძე (დაბადებული 1938)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რესან კონცელიძე (მრავალმნიშვნელოვანი).

რესან კონცელიძე (დ. 1 მარტი, 1938) — ქართველი პოლიტიკოსი.

რესან კონცელიძე
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1938 (1938-03-01) (86 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1961-1974 წლებში იყო თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ინჟინერ-კონსტრუქტორი, საქართველოს ალკკ ბათუმის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, საკავშირო ალკკ ცენტრალური კომიტეტის ორგანიზატორი, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მდივანი, მეორე მდივანი, თბილისის ჩუღურეთის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, სამგორის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, 1974-1985 წლებში იყო საქართველოს კვების მრეწველობის მინისტრი, 1985-1989 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1989 წლიდან იყო საქართველოს მომხმარებელთა საზოგადოებების ცენტრალური კავშირის „ცეკავშირის“ გამგეობის თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება