რეპნი-I
რეპნი-I (რუს. Репный I) — ყორღანული სასაფლაოების კომპლექსი. მდებარეობს მდინარე ჩრდილოეთის დონეცის მარჯვენა ნაპირზე, კამენსკის რაიონში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1].
ისტორია
რედაქტირება2000 წელს მკვლევრებმა გამართეს არქოლოგიური გათხრები ყოღანული სასაფლაოს ტერიტორიაზე სახელწოდებით რეპნი-I. სასალაო წარმოადგენს ყორღანების გრძელ ჯაჭვს, რომელიც მდებარეობს მდინარეების ჩრდილოეთის დონეცისა და ლიხაიას წყალგამყოფზე. არქეოლოგიური გათრების შედეგად ორგანიზატორებმა შეძლეს შეესწავლათ რამდენიმე ყორღანი. სამი მათგანი მიეკუთვნება ე. წ. „გრძელი“ ყორღანების ჯგუფს და აგებულია ერთნაირი სტილით - სიგრძე მეტია სიგანეზე ორჯერ. ქვის კედლებით დაფარულია ყორღნის აღმოსავლეთი ნაწილები. სამივე ობიექტი შეიქმნა ერთი და იმავე არქიტექტურული პრინციპებით.
ასევე აღმოჩენილია მეოთხე ყორღანი, მაგრამ იგი საჭიროებს სტრატიგრაფიულ და პლანიგრაფიულ დაკვირვებას. დეტალური გამოკვლევის დროს აღმოაჩინეს, რომ ნაყარი მასალა შეიცავდა ნეშომპალასა და თიხის ფენებს. მკვლევარებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომყორღანი გამოიყენებოდა საგვარეულო სამარხის დანიშნულები.
შეისწავლეს ძელური კულტურის შვიდი სამარხი. დაკრძალვა ხდებოდა სწორკუთხა ორმოებში. ინვენტარებს შორის აღმოჩენილია სხვადასხვა სახის ჭურჭელი. დასასაფლავებლად გამოყენებულია ყორღანის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი და მოტავსებულია დიდი მიწაყრილის ქვეშ. არსებობს ვარაუდი, რომ სამარხი შექმნილია დროის მცირე მონაკვეთში. ზოგიერთი მათგანი სინქრონულადაა განლაგებული, ზოგიერთი ინდივიდუალური ან ჯგუფურია. ყორღანებს შორის აღმოჩენილია ერთ-ერთი მიწაყრილი, რომელიც განეკუთვნება გვიანი ბრინჯაოს ხანას[1].