რეპელენტები
რეპელენტები (ლათ. repello — ხელს ვკრავ, გავაგდებ) — ნივთიერებები, რომლებიც აფრთხობენ ფეხსახსრიანებს, ძუძუმწოვრებს, ფრინველები. იყენებენ უმთავრესად ადამიანისა და ცხოველთა დასაცავად სისხლმწუწნელი მწერების თავდასხმისაგან, ტრანსმისიული დაავადებების ( ენცეფალიტი, ლეიშმანიოზი და სხვა) პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე იმ ფეხსახსრიანებისაგან დაცვისათვის, რომლებიც აფუჭებენ ტანსაცმელს, ავეჯსა და სხვ. პრაქტიკაში რეპელენტებად იყენებენ ქიმიურ პრეპარატებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ხანგრძლივი მოქმედება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 365.