რენტგენი (შემოკლებითი აღნიშვნები: ქართული — , საერთაშორისო — R) — რენტგენისა და გამა-გამოსხივეების ექსპოზიციური დოზის სისტემის გარეშე ერთეული, რომელიც განისაზღვრება ჰაერზე მათი მაიონებელი გამოსხივების ზემოქმეიდების მიხედვით. სახელი უწოდეს ვ. რენტგენის პატივსაცემად. რენტგენი არის რენტგენის ან გამა-გამოსხივების ისეთი ექსპოზიციური დოზა, რომლის დროსაც მისი შესაბამისი კორპუსკულური გამოსხივება (ე. ი. ელექტრონების) 0.001293 გ ჰაერში (ნორმალურ პირობებში 1 სმ³ ჰაერში) იმდენ იონს წარმოქმნის, რომ მათი ჯამური მუხტი ტოლია თითოეული ნიშნის ელექტრობის რაოდენობის ელექტროსტატიკური ერთეულისა. განსაზღვრის თანახმად რენტგენი შეიძლება გამოვიყენოთ იმ კვანტის გამოსხივებისათვის, რომლის ენერგია არ აღემატება 3 მეგევ. 1 რენტგენის ტოლ დოზას შეეესაბამება 2.08×109 წყვილი იონის წარმოექმნა 1 სმ³ ჰაერში ან 1.61×1012 წყვილისა — 1 გ ჰაერში. ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში ექსპოზიციური დოზის ერითეულია კულონი კილოგრამზე. „გოსტ“ 88448-63 თანახმად 1 რ = 2.57976×10−4 კ/კგ. როცა ჰაერის მოლეკულების იონიზაციის საშუალო ენერგია ≈ 33 ევ-ია, 1 რ. ეკვივალენტურია 85 ერგ/გ. ამ სიდიდეს უწოდეს რენტგენის ფიზიკური ეკვივალენტი.

ლიტერატურა

რედაქტირება