რენის მეტროპოლიტენი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
რენის მეტროპოლიტენი

ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
ქალაქი რენი
გახსნის თარიღი 15 მარტი 2002
ხაზის სიგრძე 9,4 კმ
სადგურთა რაოდენობა 15
ხაზთა რაოდენობა 1
მგზავრები დღეში 135,000 (2013)
მგზავრები წელიწადში 33 მილიონი (2013)
ხაზების სქემა

რენის მეტროპოლიტენი (ფრანგ. Métro de Rennes) — ბრეტანის დედაქალაქ რენის მეტროპოლიტენი. ლოზანის მეტროპოლის მეორე ხაზის გახსნამდე (ჩქაროსნული ტრამვაიდან მეტროდ გადაკეთდა) 2008 წლის ოქტომბრამდე 200 ათასიანი რენი მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქი იყო, რომელსაც მეტროპოლიტენი ჰქონდა.

სადგური République; მარცხნივ ჩასაჯდომი პლატფორმა ღია კარებით

რენის მეტრო 2002 წლის 15 მარტიდან მუშაობს. მეტრო Siemens VAL ტექნოლოგიაზეა დამყარებული სრულიად ავტომატურია, მემანქანეების გარეშე. სადგურები დახურული ტიპისაა გასაწევი კარებებით. სისტემას სულ 4 ადამიანი მართავს შანტეპის დეპოში ცენტრალური სამართავი პოსტიდან. მეტროპოლიტენს 120 სათვალთვალო კამერა ემსახურება.

რენის მეტროპოლიტენს ერთი ხაზი აქვს 15 სადგურით (12 მიწისქვეშაა). ხაზი ქალაქს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით კვეთს. არსებობს რკინიგზის სადგურზე გადასაჯდომი. საესტაკადო სადგური Poterie და ვიადუკები ნორმან ფოსტერის მიერ არის დაპროექტებული.

მეტროში წარწერები ბრეტონულ ენასა და გალოზეა დუბლირებული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • VAL de Rennes : le dernier métro, in Revue La vie du rail et des transports no 223 du 13 mars 2002
  • Laurent Fouillé, « Comment s’évalue un « bon TCSP » ? Demande à celui qui l’a fait ! » Le VAL de Rennes et son évaluation, vol. 52, t. 1-2, Revue Géographique de l'Est, coll. « Territoires et transports en commun en site propre », 18 octobre 2012 (lire en ligne [archive])
  • Jean-Côme Tihy, La mise en perspective du choix du VAL, une recherche d'attractivité ?, Rennes, SciencesPo Rennes, 2011-

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება