რემინისცენცია
რემინისცენცია (გვიანდ. ლათ. reminiscentia — მოგონება), მეხსიერების (მოგონების) ერთგვარი გაუმჯობესება. დახსომების ძირითადი კანონის შესატყვისად, დასწავლილი მასალის აღდგენა დროთა განმავლობაში უნდა გაძნელდეს. რემინისცენციის მიხედვით კი რამდენიმე ხანის გავლის შემდეგ უფრო კარგად აღდგება დასწავლილი მასალა, ვიდრე უშუალოდ მისი დასწავლის შემდეგ. ამასთან ერთად აღდგება არა მარტო ის ელემენრები, რომელთა მოგონება ჭირს უშუალოდ დახსომების შემდეგ, არამედ ხდება მოგონების საერთო გაუმჯობესებაც. მრავალი ჰიპოთეზის მიუხედავად, რემინისცენციის ახსნა ჯერ კიდევ არ არის დამაკმაყოფილებელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 354.