რემე
რემე (დან. Rømø; გერმ. Röm) — დანიის კუნძული ვატოვის ზღვაში. მიეკუთვნება ტენდერის მუნიციპალიტეტს. 2011 წლის მონაცემებით მოსახლეობა 650 ადამიანს შეადგენს და მოიცავს 129 კმ² ტერიტორიას. რემე და მისი პლაჟები ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს.
მშობ. სახელი: Rømø | |
---|---|
მდებარეობა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ვატოვის ზღვა |
კოორდინატები | 55°08′ ჩ. გ. 8°31′ ა. გ. / 55.133° ჩ. გ. 8.517° ა. გ. |
ფართობი | 129 კმ² |
დანია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 650 (2011) |
სიმჭიდროვე | 5.3 /კმ² |
ამჟამად, რემე ვატოვის ზღვაში მდებარე დანიის უკიდურესი სამხრეთის კუნძულია (მანამდე მიიჩნეოდა კუნძული იორსანდი, რომელიც 1999 წელს ჩაიძირა). კონტინენტურ დანიას უკავშირდება ზღვაში გაკეთებული დამბის გზით. მისგან 3 კმ-ში მდებარეობს გერმანიის კუნძული ზილტი, რომელსაც ბორნით უკავშირდება.
1864—1920 წლებში რემე გერმანიას მიეკუთვნებოდა და პრუსიის პროვინცია შლეზვიგ-ჰოლშტაინში შედიოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: