რელიგია სინგაპურში
რელიგია სინგაპურში — ისტორიული განსაკუთრებულობისა და მოსახლეობის ეთნიკური მრავალფეროვნების გამო სინგაპურში წარმოდგენილია რამდენიმე რელიგიური კონფესია და მიმართულება, მათგან არცერთი არაა დომინანტური. რწმენის თავისუფლება გარანტირებულია რესპუბლიკის კონსტიტუციით[1][2]. 2010 წლის მდგომარეობის მიხედვით სინგაპურში ძირითად კონფენსიას ბუდიზმი (33,3 %), ქრისტიანობა (18,3 %), ისლამი (14,7 %), დაოიზმი (10,9 %) და ინდუიზმი (5,1 %), სხვა რელიგიებს მისდევს მოსახლეობის 0,7 % . თავს არარელიგიურად სინგაპურელების 17,0 % თვლიდა (2000 წელს — 14,8 %). ქვეყანაში მდებარეობს რამდენიმე აღსანიშნავი რელიგიური ნაგებობა, მათ შორის XIX საუკუნის პირველ ნახევარში, მიმდინარე რელიგიური მშენებლობა, განსაკუთრებით ახალი მეჩეთების ერექცია. მიუხედავად დიდი ეთნო-რელიგიური განსხვავებისა, ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს რელიგიური ექსტრემიზმი და მტრობა სხვადასხვა კონფესიებს შორის. ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ჩინელებს, შორის შეიმჩნევა ტრადიციული ფასეულობების ნარჩენები, მათ შორის რელიგიური რიტუალები და წინაპრების კულტის აღიარება.
ისტორია
რედაქტირებაXIII საუკუნემდე კუნძული და მასში არსებული პატარა მალაიური სავაჭრო დასახლება შედიოდა ბუდისტური სასახლის შრივიჯაიას შემადგენლობაში. XIV საუკუნის დასაწყისში სინგაპური იქცევა მეტად გამოცოცხლებულ სავაჭრო ცენტრად მალაკის სრუტესთან, მას ხშირად სტუმრობდნენ ჩინელი, არაბი და ინდოელი ვაჭრები. XIV საუკუნის მეორე ნახევარში კუნძული სიამომისა და იავანური მაჯაპახიტის იმპერიას შორის სააპარეზო ტერიტორიად იქცა, ერთ-ერთი შეტევისას იანავერებელმა გაანადგურეს ადგილობრივი მოსახლეობა. 1390 წელს პალენმბანგის პრინცმა მოკლა ადგილობრივი მმართველი და დაიპყრო კუნძული. 1402 წელს სიამების ვასალურმა დირექტორია პატანიმ სინგაპური დაიპყრო და პრინცი იძულებული გახადა მეზობელ ქალაქში, მალაკაში გაქცეული, სადაც მან ისლამი მიიღო. მალაკა მალაიკური სულთნის მიერ დედაქალად ცხადდება, XV საუკუნის მეორე ნახევარში ასევე მის მიერ დაწესდა კონტროლი სინგაპურზე[3].
1511 წელს პორტუგალიელები იკავებენ მალაკას, ხოლო სინგაპური გადადის ჯოხელი სულთნის მფლობელობაში — მმალაიკური სულთნის დაცემის შემდეგ წარმოქმნილ ალაიკურ დირექტორიაში. 1587 წელს კათოლიციზმის გამავრცელებელმა პორტუგალიელებმა დაიპყრეს სულთანი ჯოხორ-ლამუს დვდაქალაქი, ხოლო 1613 წელს გაანადგურეს მისი პორტი კუნძულ სინგაპურზე. ქალაქი გაპარტახდა, ხოლო კუნძული მეკობრეების ინტერესებში მოიქცა. პორტუგალიელების შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისკენ გამოეშურნენ ჰოლანდიელი, ბრიტანელი და ფრანგი კოლონისტები, მათ გააშენეს საკუთარი სავაჭრო ფაქტორიები. წელს ბრიტანელებმა დააწესეს კონტროლი მალაკოზე, ხოლო 1818 წელს ბრიტანული ინდოეთის გენერალ-გუბერნატორმა დაავალა ბენკულენის გუბერნატორს, სტემფორდ რაფლსუს, რეგიონში განმტკიცებისთვის, მალაკის სრუტეში მოეძებნა ახალი მხარდაჭერი პუნქტი[3].
1819 წელს სინგაპური, ფორმალურად სულთანი რიაუ-ჯოხორის მფლობელობაში მყოფი, ჰოლანდიელების ვასალი, მაგრამ ფაქტობრივად სულთანი ჯოხორის საკუთრება, ბრიტანელების მიერ იყო დაკავებული და გადაქცეული ჰქონდათ საკუთარ სავაჭრო ფაქტორიად (ნიდერლანდებმა მხოლოდ 1824 წელს თქვეს უარი სინგაპურზე). ამ მომენტისთვის კუნძულზე ცხოვრობდა 120 მალაისელი და 30 ჩინელი. ბრიტანელი ჯარისკაცებისა და ჩინოვნიკების შემდეგ სინგაპურში ლონდონის მისიონერული საზოგადოების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, მათ გახსნეს სკოლა მალაიკელი და ჩინელი ბიჭებისთვის (1826 წელს აქ გამოჩნდნენ ანგლიკანელები, 1864 წელს — პლიმუტელი ძმები, 1881 — პრესვიტარიანელები, 1885 წელს — მეთოდისტები). 1824 წელს, მოსახლეობის პირველი აღწერის მიხედვით, აქ უკვე ცხოვრობდა 4,6 ათასი მალაიზიელი, 3,3 ათასი ჩინელი და 0,8 ათასი ინდოელი. ინდოელი მოსახლეობის მასიური იმიგრაცია დაიწყო XIX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც ბრიტანულ ინდოეთში საზოგადოება დაიშალა, გლეხებს მიწები წაართვეს და ხელოსნები გააღატაკეს, დიდმა აგრარულმა გადასახლებამ იწყო სვლა. ათასობით კონტრაქტებული ინდოელი (ქული), ასევე ინდოელები ჯარისკაცების რიგებიდან და მცირე ჩინოვნიკები მიემართებოდნენ ბრიტანული კოლონიებისკენ, სადაც ვითარდებოდა პლანტაციური მეურნეობა და ინდუსტრია. XIX საუკუნის შუა წლებში 28 ათასამდე ადამიანი იყო ჩინელი (მოსახლეობის 1/2-ზე მეტი), ხოლო 1901 წელს — 165 ათასი (მოსახლეობის თითქმის 3/4). სამხრეთი ჩინეთიდან დიდი მაშტაბის იმიგრაცია XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში მოხდა. ეს განპირობებული იყო კაუჩუკის პლანტაციების გაფართოებითა და ინდუსტრიის განვითარებით (განსაკუთრებით რეზინის), როგორც სინგაპურში, ისე მეზობელ რაიონებში. ასევე სინგაპურში მიგრანტების მცირე ჯგუფები ჩამოსახლდნენ დღევანდელი მალაიზიისა და ინდონეზიის ტერიტორიიდან[4][3][2].
XX საუკუნის დასაწყისში სინგაპური გახდა ჩინეთის პოლიტიკური ემიგრაციის ცენტრი (აქ არაერთხელ ყოფილა კან იუვეი და სუნ იატსენი), ასევე ჩინური და მალაიური კულტურის აღირძინების (რასაც აწარმოებდნენ მალაიერი მუსულმანელი განმანათლებები და რელიგიური რეფორმატორები, დაჯგუფებულები სინგაპურში გამოშვებული ჟურნალის „ალ-იმამის“ ირგვლივ). 1911 წელს სინგაპურის მოსახლეობა შეადგენდა 300 ათას ადამიანს, ძირითადად ჩინელი და იდიელი ემიგრანტების ხარჯზე (წინა წლებთან შედარებით, როდესაც უმრავლესობას შეადგენდენ ვაჭრები, ხელოსნები და მონები, ახლა კანონმდებლები პლანტაციებსა და ქარხნებში იყვნენ მუშები). XX საუკუნის მეორე ათასწლეულიდან დაწყებული იმიგრანტების ყოველწლიური შემოდინება 150 — 250 ათას ადამიანს წარმოადგენდა, ხოლო 1927 წელს 360 ათას ადამიანსაც მიაღწია. თუმცა, ჩინელების უმეტესობა არ სახლდებოდა სინგაპურში, ისინი იკავებდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთის სხვა ტერიტორიებს. 1930 წლიდან მასობრივი იმიგრაცია სინგაპურში აიკრძალა (კანონი, მიღებული იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში) და მოსახლეობის ზრდა ძირითადად ბუნებრივ გამრავლებაზე იყო დამოკიდებული. 1953 წელს იმიგრაციის ახალმა კანონმა შემოიტანა მკაცრი შეზღუდვა ნებისმიერი ეროვნების ადამიანის შემოსვლაზე (თუმცა პრაკტიკულად კანონი ეროპელებზე არ ვრცელდებოდა). 1957 წელს საზღვარგარეთ დაბადებულების წილი 35,7 % შეადგენდა[4][3][5].
ბუდიზმი, დაოიზმი და კონფუციანიზმი | 27 526 (52,0 %) | 216 501 (69,4 %) | 310 163 (72,8 %) | 411 665 (72,5 %) |
ისლამი | 22 007 (41,6 %) | 53 595 (17,3 %) | 69 604 (16,3 %) | 86 827 (15,3 %) |
ქრისტიანობა | 1 861 (3,5 %) | 16 349 (5,2 %) | 21 386 (5,0 %) | 30 068 (5,3 %) |
ინდუიზმი | 1 452 (2,8 %) | 15 580 (5,0 %) | 19 772 (4,6 %) | 31 128 (5,5 %) |
სიხიზმი | — | 146 (0,05 %) | 1 022 (0,2 %) | 2 988 (0,5 %) |
იუდაიზმი | 22 (0,04 %) | 707 (0,2 %) | 623 (0,2 %) | 777 (0,14 %) |
სხვა კონფესიები | 23 (0,04 %) | 14 (0,004 %) | 38 (0,009 %) | 306 (0,05 %) |
არ არის ცნობები | — | 62 (0,02 %) | 3 269 (0,8 %) | 3 694 (0,7 %) |
სულ | 52 891 (100 %) | 311 987 (100 %) | 425 877 (100 %) | 567 453 (100 %) |
- წყალო: Lai Ah Eng, Religious Diversity in Singapore, Institute of SEA Studies (32 გვ.).
1958 წლის აგვისტოს დარეგისტრირდა პარტია „ისლამური მოძრაობა“. წელს სინგაპური ოფიციალურად გამოცხადდა თვითმმართველ სახელმწიფოდ, დიდი ბრიტანეთის მეურვეობის ქვეშ, სახელმწიფოს მეთაური გახდა მალაიელი ინჩე იუსუფ ბინ ისკახი, ხოლო პრემიერ მინისტრი — ჩინელი ლი კუან იუ. 1962 წელს შეიქმნა სინგაპურის ინდური კონგრესი. 1963 — 1965 წლებში სინგაპური მალაიზიის ფედერაციის შემადგენლობაში შედიოდა, 1965 წლის აგვისტოში გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1965 წელს ჩინელები შეადგენდენ სინგაპურის მოსახლეობის 76,2 %, მალაიელები — 14,6 %, ინდოელები — 7,1 %, სხვა — 2,1 %. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მალაიურ ენა სახელმწიფო ენის სტატუსი მიენიჭა, ხოლო ჩინურს, ინგლისურს და თამილურ ენებს — ოფიციალური. მმართველობამ დაიწყო მასშტაბური ეკონომიკური რეფორმა, ნებისმიერი პოლიტიკური პროგრამის აღმოფხვრა (მათ შორის რელიგიური სახის). 1967 წლის ივლისში საზღვარზე მიღებული იყო მკაცრი იმიგრაციული კონტროლი, მალაიზიიდან მუშაკთა თავისუფალი შემოდინების გაჩერების მიზნით. 1970 წელს საზღვარგარეთ დაბადებულების წილი შეადგენდა 24,6 % (46 % იმიგრანტი დაიბადა ჩინეთში, 35 % — მალაიზიაში, 10 % — სამხრეთ აზიაში, 5 % — ინდონეზიაში)[4][3][2].
1973 წელს სინგაპურში 900 ათასამდე ბუდისტი ჩინელი ითვლებოდა (რესპუბლიკის მოსახლეობის 40 %, მათ შორის 37 % მახაიანის მიმდვარი და 3 % თხვრავადები), 700 ათასამე კონფუციონიზმისა და დაოიზმის მიმდევარი (მოსახლეობის 30 %), 370 ათასამდე მუსლიმანი (მოსახლეობის 17 %, მათ შორის 16 % სუნიტი და 1 % შიიტი), 140 ათასამდე ქრისტიანი (მოსახლეობის 6%-ზე მეტი 3 % კათოლიკე 3 % პროტესტანრი), 110 ათასამდე ინდუიზმის (მოსახლეობის 6 %), 3 ათასი სიკხი 1 ათასი იუდეველი[6].
1978 წელს სინგაპურში ცხოვრობდა 1 775 ათასი ჩინელი, 265 ათასი მალაიელი, 110 ათასი ტამილი (მათ შორის ლანკიერი), 50 ათასი იავანერი, 30 ათასი ინდონეზიელი მალაიები, 20 ათასი მალაიალი, 15 ათასი ევროაზიელი, 10 ათასი კანარა, 10 ათასი პანჯაბი და სინდხი, 10 ათასი ჰინდუსტანტი და ბიხარცი, 9 ათასი ინგლისელი, 7 ათასი ამერიკელი, 5 ათასი ბაგი, 3 ათასი არაბი, 2 ათასი შოტლანდიელი, 1 ათასი ებრაელი, ჰოლანდელი და ავღანელი, რამდენიმე ათასი ბირმანელი, ფილიპინელი, ტაივანელი, კორეელი სომეხი, ესპანელი და პორტუგალიელი. 1987 წელს სინგაპურის მოსახლეობის 76,1 % შეადგენდნენ ჩინელები (1 988,6 ათასი.), 15,1 % — მალაიელი (393,8 ათასი.), 6,5 % — ინდოელი (169,1 ა.თასი) და 2,3 % — ს (6ხვა1,3 тыс.)[3].
1980 წლის აღრიცვის მიხედვით, სინგაპურის 56% ბუდისტები და დაოისტები არიან, უმრავლესობა ჩინელები (1,2 მილიონი ადამიანი). ბუდიზმი მიიღო 1,2 ათასმა ინდოელმა, 0,3 ათასზე მეტმა მალაიელმა და დაახლოებით 7 ათასმა სხვა ეროვნებამ. მოსახლეობის 16 % ან 323,8 ათასმა ადამიანმა ისლამი, მათ შორის მალაიელები (თითქმის 90 % მუსულმანია). ქრისტიანები ქვეყნის 10 % წარმოადგენდენ (203,5 ათასი), რომელთა 79 % — ჩინელები, დანარჩენი — ინდიელები, ევროპელები და სხვა ეთნიკური ჯგუფები. პროტესტანტი 112 ათასი, კათოლიკე — 91 ათასი. ინდუისტები მოსახლეობის 4% (72,4 ათასი), მათი უმრავლესობა ინდოსტანიდან[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რელიგია სინგაპურში“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Constitution of the Republic of Singapore. Government of Singapore. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-05. ციტირების თარიღი: 2014-02-12.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Lai Ah Eng 2008.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 Сингапур 1988.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Соломон Брук 1981.
- ↑ Topley and DeBernardi 2011.
- ↑ Генрих Шпажников 1980.