რელიგია პრეისტორიულ ხანაში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შესავალი

რედაქტირება

რელიგიის გაჩენა საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია რადგან ეს მოიცავს აქტიურ დაპირისპირებას რელიგიურ ადამიანებსა და ათეისტებს შორის. არსებობენ კრიტიკოსები, რომლებსაც პირველსაწყისის, ღმერთის გაჩენასთან დაკავშირებით ბევრი კონტრარგუმენტი გააჩნიათ. ისინი აქტიურად იყენებდნენ ფრაზას — „ღმერთმა კი არ შექმნა ადამიანი, არამედ ადამიანმა შექმნა ღმერთი“, — რაც წინააღმდეგობაში მოდის ბიბლიის ერთ-ერთ ფსალმუნთან, სადაც წერია, რომ „მან შეგვქმნუა ჩვენ და არა ჩვენ ის“. ღმერთის იდეის უარყოფის მოსაზრებებმა მნიშვნელოვნად შეცვალა რელიგიის არსის და მისი კვლევის საკითხები. ამ ჰიპოთეზას რომ გავყვეთ, ღმერთი მიწიერების ნაყოფია, რადგან მათი ჰიპოთეზიდან გამომდინარე ყველაფერი ზებუნებრივი ალოგიკური იყო. თუ ღმერთის იდეას უარვყოფთ მაშინ შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ და საიდან წარმოიშვა რელიგია.

ჩვენს საზოგადოებაში მოვლენებს ბუნებრივად და ზებუნებრივად ვყოფთ, მაგრამ ყველა ენაში არ არსებობს ასეთი ზუსტი განსხვავება, მეტიც, უფრო მეტად საქმეს ის ართულებს, რომ ზებუნებრივის განმარტება ყველა ენაში სრულიად განსხვავებულია. მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა არის და რა არ არის ზებუნებრივი, დროდადრო შეიძლება ერთი საზოგადოების შიგნითაც შეცვალოს. იუდეველთა და ქრისტინთა ტრადიციებში წყალდიდობები, მიწისძვრები, ვულკანების ამოფრქვევები, კომეტები და ეპიდემიები, ერთ დროს ზებუნებრივი ძალების ადამიანების საქმეებში ჩარევად ითვლებოდა. გარკვეული დროის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ეს უბრალოდ ბუნებრივი მოვლენებია, თუმცა დღემდე არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომელებიც მიიჩნევენ, რომ ეს ზებუნებრივი ძალების დამსახურებაა. სწორედ ამიტომ, შეუძლებელია მკვეთრი ხაზის გავლება ბუნებრივსა და ზებუნებრივს შორის. ბევრ კულტურაში რელიგია ფესვგადგმულია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამიტომ შეუძლებელია განვაცალკეოთ პოლიტიკური და რელიგიური სამყარო. ეს რა თქმა უნდა ფესვებს პირველყოფილი საზოგადოებებიდან იღებს, როდესაც რელიგიამ უკვე თვალსაჩინოდ მოიკიდა ფეხი. ჩვენ შეგვიძლია დავასაბუთოთ პრეისტორიულ პერიოდში რელიგიის არსებობა და ასევე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ისტორიულ პერიოდში რელიგიის უნივერსალობაზე. ამრიგად გასაგებია, რატომ გახდა რელიგიის თემა კვლევის საგანი. ძვ. წ. V საუკუნეში ჰეროდოტემ 50-მდე საზოგადოების რელიგიური შეხედულებების საკმაოდ ობიექტური შედარება გააკეთა. ჰეროდოტედან დაწყებული 2500 წლის განმავლობაში მეცნიერები, თეოლოგები, ისტორიკოსები და ფილოსოფოსები ყოველ წამს ფიქრობენ რელიგიის თემაზე. ზოგი საკუთარი რელიგიური აღმსარებლობის უპირატესობას ადასტურებს, ზოგი დასცინის ასეთ წარმოდგენებს და ძირითადი ნაწილი მაინც სკეპტიკურდაა განწყობილი ყველა რელიგიის მიმართ. ერთ-ერთი მტკიცებით რელიგია ანთროპოლოგების კვლევის საგანი არ არის, თუმცა ანთროპოლოგებს აინტერესებთ, თუ რატომ ხვდება რელიგიის არსი უკლებლივ ყველა საზოგადოებაში. უმრავლესი მათგანი მიიჩნევს, რომ რელიგიები იქმნება ადამიანის უნივერსალური საჭიროებებისა და მდგომარეობების თანახმად.

პირველი რელიგია

რედაქტირება

კიდევ ერთი საინტერესო კითხვა ჩნდება, თუკი ღმერთი ერთია რატომ არსებობს მრავალი რელიგია არადა ოდითგან არაერთი რელიგია არსებობდა. მაშინ როგორ გაჩნდა რელიგია და რა იყო ამის მიზეზი. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მსჯელობისას მივდივართ დილემურ ალტერნატერნატვამდე , რომელიც მდოგმარეობს შემდეგში უნდა დავუჯეროთ ან ერთღმერთიანობას ან მრავაღმერთიანობას. ამ უკანასკნელში კი იგულისხმება სხვადასხვანაირი რელიგიების ფართო სპექტრი პოლითეიზმისა და ფეტიშიზმის ჩათვლით. არსებულ საკითხზე განსხვავებული საკითხები აქვთ მეცნიერებს და რელიგიის წარმომადგენლებს. მეცნიერები ძირითადად არქეოლოგიური გათხრებით მსჯელობენ და ევროპაში რელიგიის სათავედ მალტის ტაძარს მიიჩნევენ. შესაბამისად ისინი ისტორიის უფრო ღრმა ფესვებს ვერ სწვდებიან. კრეტის საყოფაცხოვრებო ჩანაწერების უმრავლება გაშიფრული არ არის. ამიტომ იმდროინდელი რელიგიის არსის გაგება მხოლოდ იდეის და მოსაზრების დონეზეა ამიტომ ევროპული ცივილიზაციის ბიბლიამდელ რელიგიებზე მოსაზრებების ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ ჰომეროსის ილიადა დაგვეხმარება ძვ.წ VIII-VII საუკუნეების ნაწარმოებია. ამიტომ საინტერესოა ჰომო-საპიენსის რელიგიური რწმენა, რომელიც მეცნიერთა მტკიცებით 35 000 წლისწინ უნდა გაჩენილიყო. ერთ-ერთი ვარაუდით ისინი მზის კულტს აღიარებდნენ, მაგრამ მათდაზუსტებით არ იციან ისინი მზეს ეთაყვანებოდნენ თუ მზეში ღმერთს ანარეკლს ხედავდნენ. მეცნიერებს ამაზე სამწუხაროდ არაფრის თქმა არ შეუძლიათ. მსოფლიოში უძველესი დათარიღებული ტექსტის მეფე უნასის პირამიდის ტექსტში ნახსენებია უხილავიდა ხილული სამყაროს გამჩენი რა-ატუნი. ასევე მეცნიერები ადასტურებენ რომ უძველესი ტექსტები უფრო ახლოს არის მონოთეიზმთან ვიდრე შედარებით თანამედროვე ვარიანტები, რადგან თანამედროვე ვარიანტები პოლითეიზმთან იგივდება. მეცნიერებს ზუსტად არ შეუძლიათ პირველ რელიგიებზე ზუსტი ინფორმაციის მოძიება, თუმცა ნაპოვნი მასალებიდან გამომდინარე ფურო მეტად მონოთეიზმის კვალი იგრძნობა სწორედ ამიტომ მათ მიაჩნიათ რომ პირველი რელიგია მონოთეიზმი უნდა ყოფილიყო.

ცნობილი ჰიპოთეზები რელიგიის წარმოშობის შესახებ

რედაქტირება

ნატურალისტური ჰიპოთეზა

რედაქტირება

დავიწყოთ ნატურალისტური ჰიპოთეზით რომელიც ლუკრეციუსის იდეას ეყრდნობა. მისი აზრით, ღმერთი და ზოგადად რელიგიაგაჩნდა ბუნებრივი კატასტროფებისადმი შიშით და გაურკვევლობით. გამომდინარე აქედან პირველყოფილი ღმერთები შიშის ნაყოფებიარიან, რადგან ღმერთებად იწოდებოდნენ ბუნებრივი მოვლენები რომლებსაც ადამიანები საკუთარი გონებით ვერ ხსნიდნენ.

ანიმისტური ჰიპოთეზა

რედაქტირება

ნატურალური ჰიპოთეზისგან განსხვავებით არსებობს ანიმისტური მოსაზრება, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში დაიბადა და რომელიც რელიგიის გაჩენას სიზმრებთან აკავშირებს. სიზმრებთან და არა მხოლოდ სიზმრებთან, არამედ ჰალუცინაციებთანაც აკავშირებს. გარდა ამისა, სიკვდილის იდეის შეუცნობელობამ განუვითარა ადამიანებს აზრი, რომ არსებობს მათთვის უხილავი სამყაროც, რაც თავისთავად რელიგიის ჩამოყალიბებასთან ასოცირდება და ღმერთის არსებობაზეც კი მეტყველებს.

ფოიერბახის ჰიპოთეზა

რედაქტირება

ფოიერბახი რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მოაზროვნეა და ჰეგელის ერთ-ერთი მიმდევარი იყო ეყრდნობა ნატურალისტურ ანუ პირველყოფილ მოსაზრებას და რელიგიის გაჩენას ერთ-ერთ პასუხგაუცემელ კითხვასთან აკავშირებს. მისი აზრით რელიგია ადამიანის არახილვადი გონებიდან იგივეაბსტრაქციული ტვინიდან ამოიზარდა მაშინ როდესაც მას გაუჩნდა კითხვა თუ რა იყო სული . მან რელიგიების კლასიფიკაციაც კი მოახერხა და სულიერ რელიგიებში გააერთიანა მსოფლიოს ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგია: იუდაიზმი, ბუდიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. ხოლო ბუნებრივი რელიგიებია ყველა პირველყოფილი რელიგია, რომლის მიხედვითაც ღმერთისხვა არაფერია თუარა ჩვენი დედაბუნება

სოციალური ჰიპოთეზა

რედაქტირება

სოციალური ჰოპოთეზისარსი შეგვიძლია განვმარტოთ შემდეგნაირად. რელიგია თავიდანვე იყო საზოგადოებრივი ცნობადობის ფორმა. და ასევე საზოგადეობის ისტორიული განვითარების შედეგი. იგი სხვა ცნობიერებებისგან იმით განსხვავდება რომ ის უკავშირდება არათვასაჩინო ცნებებს, რომელსაც ადამიანი საკუთარი თვალით ვერ ხედავს. მაგალითანპირველყოფილ საზოგადეობაში ბუნებასთანბრძოლისას ადამიანის სისუსტემ განაპირობა რელიგიის დაბადება ხოლო კლასობრივ საზოგადოებაში ჩგვრის წინაშე უძლურობამ. ძველად ადამიანებს მიაჩნდათ რომ ბუნება მათზე ბევრად ძლიერი იყო. რაც თავსითავად გულისხმობს ადამიანზე ზემდგომ არსებაზე სოციალურ ფენებში აზრის ჩამოყალიბებას. მათი აზრით ადამიანი მთლიანად ბუნების ძალებზე იყო დამიკიდებული და ის ძალები მართავდნენ მას. მაშასადამე რელიგია უნდა გაჩენილიყო არა დამაბამიდან არამედ გარკვეულ საფეხურზე მიღწევის შემდეგ, როცაადამიანებს მსგავსი მოსაზრებები ებადებოდათ. შესაბამისად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უნდა ყოფილიყო სოციალური, რადგან ადამიანებს არ შესწევდათ იმის უნარი რომ ბუნების მკაცრ ძალებთან ებრძოლათ. ამას გარდა მნიშვნელოვანია გნოსეოლოგიური ფაქტორი. როცა ადამიანმა უკვე შეზლო და აბსტრაქციული აზროვნება ჩამოიყალიბა. ამგვარი გონებრივმა შესაზლებლობებმა კი ადამიანს მისცა საშუალება რომ მის ცნობიერებაში გაჩენილიყო რეალური ცნობიერების ფანტასტიური ასახვა ანუ რელიგია.

დადებითი შეხედულებები რელიგიის შესახებ

რედაქტირება

ჩვენს მიერ დასმულ უკანასკნელ კითხვაზე არაერთი ლოგიკურად გამართული პასუხი მოიპოვება ადამიანებში. ერთ-ერთი მათგანი მორწმუნეთაგან მოდის რომლებიც აღიარებენ რომ რელიგიის წარმოშობა უკავშირდება ღმერთის იდეის გაჩენას რომელიც ლოგიკურიც იყო რადგან ის ნამდვილად არსებობდა. ხოლო თუ რა ფაქტორები განაპირობებდა მათრწმენას ღმერთისადმი ეს მეტად კომპლექსური საკითხია. ერთ-ერთი მიზეზი ეს არის ჭეშმარიტების მარადიული ძიება. ოველი მაძიებელი ადასტურებს რომ ღმერთი სულიერად ან ცოცხალია ან მკვდარია. თუ ადასტურებს რომ მკვდარია ეყრდნობა მოსაზრებას რომ ეძია და ვერ ჰპოვა, რადგან ამისი ძალა არ შესწევდა მას.

ცრურწმენების შესახებ ჩატარებული კვლევები

რედაქტირება

ზოგადად ადამიანები როდესაც რთულ საქმიანობაში არიან ჩართულნი მათუკეთიათ თილისმები თავის დასაცავად . მათ სჯერათ რო თილისმა იცავთ რადგან ის მოუხმობს ზეციურ ძალებს დასახმარებლად. შეიძლება თუ არა რომ რელიგიურ ძალებსა და პრაქტიკას ჩველი წარუმატებლობის შემცირება და წარმატების გაზრდის უნარი შესწევდეთ . ჯონ ჰიგიმ და რიჩარდ პოლნაკმა გამოჰკითხეს 108 კომერციული მეთევზე ინგლისის ახალი პორტებიდან. მათ სურდათ აეხსნათ მეთევზეთა შორის არსებული ტაბუ. ისინი სთხოვდნენ მეთევზეები ჩამოეთვალათ თევზაობასთან დაკავშირებული ყველა ცრურწმენა რომელიც ახსოვდათ. მეთევზეებს ხშირად რცხვენოდათ როდესაც საკუთარ ცრუ-რწმენებზე საუბრობდნენ და ამბობდნენ რომ არ სჯეროდათ მსგავსი ტაბუების მაგრამ თევზაობის დროს მათ დარღვევასმაინც ვერ ბედავდნენ. ზოგადად ტაბუ კრძალავს გარკვეული ქმედების განხორციებას თუ მაინც ასე მოიქცევი რაღაც კატასტროფა დატრიალდება. ყველაზე ხშირად მეთევზეები ამბობდნენ: ნუ უსტვენ და ნუ ახსენებ ღორს ბორტზე. როცა მეთევზეებს ჰკითხეს თუ რას ნიშნავდა ეს ტაბუები მათ უპასუხეს რომ ეს საჭიროა უსაფრთხოებისთვის და უიღბლობის თავიდან ასარიდებლად. კვლევის შედეგების თანახმად თევზაობის დროს პირად უსაფრთხოებაზე ღელვა გაკაპირობებს მეთევზეებს შორის ტაბუების წარმოშობასდა გაცილებით მეტი ცრურწმენა ჩნდება როდესაც მათ სახიფათო სიტუაციაში ყოფნა უწევთ ოღონდ დიდი ხნის განმავლობაში. ამას კი ადასტურებს ის ფაქტი რომ ერთი დღის ზღვაში გასულ ადამიანს უფრო ნაკლები ტაბუ ახსენდება ვიდრე მრავალი დღით ზღვაში გასულს, რაც ცალსახად მიუთითებს ტაბუების უნარზე რომ შეაციროს მეთევზეების მღელვარების კოეფიციენტი. ამ ლოგიკით მეთევზეები რომლებიც ნაპირთან ახლოს თევზაობენ ნაკლები ტაბუ აქვთ. მეთევზე რომ ხმელეთზე გამოკითხოთ ის უმალ გვიპასუხებს რომ თაბუები უბრალოდ სისულელეა მაგრამ როგორც კი საქმე ზღვაში გასვლამდე მია ეს სისულელე მათ რეალობად ეჩვენებათ. ეს ყოველივე შეგვიძლია გავაიგივოთ პირველყოფილი რელიგიის წარმოშობასთანაც კი. სავარაუდოდ ჰომოსაპიენსებს სწორედ ამგვარი ტაბუები გააჩნდათ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც რომ იმ დროს მკაცრი ბუნებრივი პირობები იყო მაშინ გასაკვირი არც არის თუ რატომ მიიღო ამ ტაბუებმა რელიგიის სახე.

დღემდე ვერ თანხმდებიან თუ ზოგადად რამ გააჩინა ხალხში რელიგია.საერთო აზრიც იმაზეც არ ჩამოყალიბებულა თუ როგრო გაჩნდნენ ღმერთები.საზოგადოებაში გამოყოფენ რამდენიმე ტიპს თუ რა სახის ზებუნებრივ ძალებს ფლობს და მეტიც რა არსებების სწამს. ზებუნებრივ ძალებს არ გააჩნიათ ადამიანის მსგავსი ხასითი, მაგალითად როგორიცაა რელიგიური მრწამსი ანიმატიზმი.ერთ-ერთი ზებუნებრივი ძალა სახელად ნოხი საცხოვრებლად ირჩევს მხოლოდ გამორჩეულ ადამიანს. სიტყვა ნოხის წარმოშობის ისტორია შეიძლება მალაიზიურ-პოლენეზიური იყოს. მსგავსი კონცეფციები ჩვენნს საზპგადოებაშიც გვხვდება.ნოხი შეიძლება შევადაროთ რაიმე ნივსთს რომელსაც კონკრეტული პიროვნებისთვის წარმატება მოაქვს. ანუ ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს რომ მისთვის მნიშვნელოვან საგანს ზებუნებრივი ძალა აქვს და ის მისთვის წარმატების მომტანია.

ზებუნებრივი არსებები

რედაქტირება

ისინი ორ კატეგორიად იყოფიან: 1)რომლებსაც გააჩნიათ არაადამიანურუ წარმოშობა მაგალითდ ღმერთები და სულები 2)ადამიანური წარმოშობის , როგორებიცც არის წინაპრები და აჩრდილები. ჩვენ განვიცილავთ მათ ცალ-ცალკე არადამიანური წარმოშობის ზებუნებრივი არსებებიდან ყველაზე გამორჩელები იყვნენ ღმერთები. ხშირად მათ ადამიანების შესახედაობა ჰქონდათ და ადამიანივით აზროვნებდნენ. მაგრამ იშვიათ შემთვევაშ ისინი რაიმე ცხოველის ან საგნის პროტოტიპს წარმოადგენდნენ.არსებობს ჰიპოთეზა , რომ თავიდან ღმერთმა საკუთარი თავი თვითნ შექმნა.არადამიანური წარმოშობიდან კიდევ გამორჩეული არის სულები.მათ ხშირად ადამიანების მცველებად აღიქვამენ.ზოგი ცნობილი შეიძ₾ება გახდა თავისი საქმიანობით შეიძლება ღმერთობასაც გამოჰკრას ხელი.მაგალითად, ამერიკაში ინდიელების ჯგუფს სწამდათ სულების არსებობსი და იმისაც რომ იინი მათ დაიცავდნენ თუ ბავშბაშ იპოვიდნენ მათ.მაგალითად ვაშინგტონში გოგებს და ბიჭებს ხშირად აგზავნიდნენ ღამე რათა მათი მფარველი სულები ეპოვნათ.ეს ძიება ძირითადად წარუმატებლად სრულდებოდა თუ არ ჩავთვლით მათ ვისაც ჰალუცინაციები ჰქონდათ.წარმატების შემთხვევაში სული იმ ადამიანს სიზმარი გამოეცხადებოდა ხოლმე. ეხლა კი გადავიდეთ ადამიანური წარმოშობის ზებუნებრივ არსებებზე ესენი იყვნენ მოჩვენებები და წინაპრების აჩრდილები ესენი ერთ დროს თვითონ ადამიაები იყვნენ. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ადამიანებს შეუძ₾იათ მოჩვენებების დანახვა და შეგრძნება. ზებუნებრივი არსებების ხასიათი ყოველი მოცემული კულტურის ღმერთებს და სულებს საკუთარი ხასიათი გააჩნიათ.ეს შეიძლება იყოს შეცნობადი ან შეუცნობელი. კროსკულტურული კვლევის შედეგად დადგინდა რომ არსებობს რაღაც კავშირი ბავშვის აღზრდასა და ზებუნებრივი ძალების ხასიათს შორის.ასევე არსებობს მოსაზრება რომლის მიხედვითაც მშობლის და შვილის ურთიერთობა არის ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის განზოგადებული ვარიანტი.

არსებების სტრუქტურა და იერარქია

რედაქტირება

სხვადასხვა საზოგადოებებს გააჩნიათ ღმერთებისა და სულების განსხვავებული დაყოფის სტრუქტურა. ზოგიერთ მათგანში მათ თანაბარი ძალაუფლება გააჩნიათ ხოლო ზოგიერთ მათგანში მათი ძალა უფლება განსხვავებულია. მაგალითად წყნარი ოკეანის ერთ ერთ კუნძულზე ღმერთებიც ადამაინების მსგავსად იყოფდნენ წოდებებს. ყველა გაერთიანებას ჰყავდა საკუთარი ღმერთი ჰყავდა. ყოველი გაერთიანების ღმერთი ძირითადად მისთვის იყო მნიშვნელოვანი და მას ამ კლანის ყველა მცხოვრები სცემდა პატივს. იმის მიუხედავად რომ ამ კუნძულის მობინადრეებს არ სწამდათ მაღალი ღმერთის და უზენაესი არსებების, რომელიც ყველა ღმერთზე მაღლა იდგა არსებობდნენ საზოგადოებები რომლებსაც ამის სჯეროდათ მაგალითად ისინი ვისაც სწამდათ ქრისტიანობის, იუდაიზმის და ისლამის. რა თქმა უნდა იბადება კითხვა რატომ სჯერათ ზოგ საზოგადოებაში მაღალი უზენაესი ღმერთის და ზოგში არა. განვიხილოთ სვონ-სონი თვალსაზრისი, რომ ადამიანები იგონებენ ღმერთებს რომელებიც განასახიერებენ ამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი გადაწვეტილებების მიმღებ ჯგუფებს. აქედან გამომდინა მან ეუმუშავა ჰიპოთეზა რომელიც ადასტურებდა რომ მაღალი ღმერთების არსებობა იერარქიული პოლიტიკური სისტემის საზოგადოებებში სჯეროდათ.

სიცოცხლე სიკდვილის შემდეგ

რედაქტირება

როგორც წეღან ვახსენეთ რელიგია გაჩნდა უპასუხო კითხვების გამო. ბევრ საზოგადოებაში არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები საიქიოსთან დაკავშირებით და არააქტუალურია მოსაზრებები იმის შესახებ თუ ღა ხდება სიკვდილის შემდეგ. მაგალითად ლუგბარები სიკვდილს ცოცხლის წინაპართან შეერთებად აღიქვამენ. მათი აზრი როდესაც კვდები შენ წარსულში გადადიხარ. სამხრეთ ამერიკის მკვიდრნი თვლიან რომ სიკვდილის შემდეგ ისინი უახლოესი ტბის ფსკერზე განაგრძობენ სიცოცხლეს. ჩამულებმა ერთმანეთს შეუთანხმეს მაიას ტომის მზისა და მთვარის გაღმერთება და ესპანელი დამპყრობლების იესო და მარიამი .

დაკრძალვის ცერემონიები

რედაქტირება

მიცვალებულის კულტი და დაკრძალვის უძველესი ტრადიციები ყველაზე ძველი ფაქტები, როდესაც დადასტურებულია მიცვალებულთა დაკრძალვის რიტუალები, შუა პალეოლითის პერიოდს მიეკუთვნება. მიცვალებულთა ნეშთი განთავსებული იყო მიწაში ამოთხრილ სამარეებში, რომლებსაც თან ახლდა ქვის იარაღები და ცხოველების ნაშთები, ზოგჯერ გვამები კარგად იყვნენ დაცულნი. სამარხების დათვალიერება ხშირად გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გარდაცვლილები გარკვეული მზრუნველობით არიან დაკრძალულნი. ახლა შეუძლებელია დავადგინოთ ეს ზრუნვა გამოწვეული იყო მიცვალებულთა მიმართ სიყვარულით თუ დამკრძალავებს მისი უკან დაბრუნების ეშინოდათ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს გულისხმობს რაღაცა ფორმით სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის რწმენას. ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ პალეოლითის ადამიანს სულის არსებობის რწმენა ჰქონდა. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ მას ჰქონდა ,,ცოცხალი გვამისა“ (ესე იგი სიკვდილის შემდეგ მიცვალებული შესაძლო აქტივობის) რწმენა.

ზედა პალეოლითიდან სამარხებში უფრო მდიდრული ნივთები და ინვენტარი ჩნდება. მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ პალეოლითის ადამიანის რელიგიური შეხედულებები შეიცვალა. იგივე შიძლება ითქვას დაკრძალვის სხვა პრაქტიკებზეც, როგორიცაა, მეორადი დაკრძალვები, როდესაც ჯერ სხეული მთლიანად გაიხრწნებოდა და შემდეგ ძვლების დაკრძალვა ხდებოდა, ან სხეულების დაწვით დაკრძალვის პრაქტიკაში, რომელიც ნეოლითის პერიოდიდან არის შესამჩნევი. ამ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლებელია დავასკვნათ სულის არსებობის რწმენის გაჩენა. ასევე შეუძლებელია სულის არსებობის რწმენის გაჩენაზე დასკვნა გავაკეთოთ არქეოლოგიური არტეფაქტების საშუალებით: სამარხებში ნივთების მრავალფეროვნების მატება და დაკრძალვის ჩვეულებების გამრავალფეროვნება რელიგიური შეხედულებების შეცვლის ნიშანი კი არ არის, არამედ ეკონომიკური მდგომარეობაში ცვლილების, ესე იგი იმ პერიოდის ადამიანის წარმოდგენით მიცვალებულს მეტი მოთხოვნილება უჩნდებოდა სიკვდილის შემდეგ, ეს მოთხოვნილებები აგრეთვე დამოკიდებულია მიცვალებულის სოციალურ სტატუსზეც სიცოცხლეში. ანალოგიები დღევანდელ ფენომენთან გვიჩვენებს, რომ შეუძლებელია გარკვეული დამარხვის რიტუალები იმქვეყნიურ წარმოდგენებთან დავაკავშიროთ, ან სხვა რელიგიურ კონცეფციასთან. მთელი სხეულის დაკრძალვის გარდა, მნიშვნელოვანი იყო სამარხში სხეულის სხვადასხვა ნაწილების განთავსება, განსაკუთრებით კი თავის ქალის. შუა პალეოლითში დადასტურებულია თავის ქალის რიტუალური განლაგება სამარხში. თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდშიც უნახავთ ადამიანის თავის ქალისა და კიდურების ძვლების რიტუალური ნამარხები (მაგალითად, პეკინელი ადამიანების ნამარხში). შეუძლებელია ამ ფაქტის ერთგვაროვნად ინტერპრეტირება ეს თავის ქალის კულტის შედეგია თუ თავის ქალებზე მონადირეების კვალი. დღესაც კი შემგროვებელ და მონადირეთა საზოგადოებებს აქვთ ჩვეულება მიცვალებულთა სხეულის ნაწილების (თავის ქალების) შენახვისა, დროის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და ზოგჯერ ამ ნაწილების გადატანისა ტომის გადაადგილებასთან ერთად. როგორც შეიმჩნევა ასეთივე პრაქტიკა არსებობდა ზედა პალეოლითსა და უფრო გვიანდელ პერიოდში, თუმცა ეს ფაქტიც კი არ გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ამ დროს უკვე არსებობდა წინაპართა კულტი.

განსხვავებული სიტუაციაა მიწათმოქმედი ხალხების შემთხვევაში, რომლებიც მონადირე-შემგროვებლებისგან განსხვავებით ერთ ადგილას იყვნენ დამაგრებულნი. პირველი მტკიცებები წინაპართა კულტის არსებობისა თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII საუკუნეში. მტკიცებულებები ნახული იქნა ჯერ იერიქონში პალესტინაში, სადაც თავის ქალები განთავსებულნი იყვნენ ცალკე ოთახში და ზოგიერთი მათგანს სახის ნიღაბიც კი ჰქონდა. ასეთივე პრაქტიკა შეიმჩნევა თანამედროვე სამხრეთ აზიისა და ოკეანეთის ზოგიერთ მიწათმოქმედ ტომში, მათაც იგივე ტრადიციები აქვთ წინაპართა თავის ქალებთან დაკავშირებით. თავის ქალის კულტი ამ ხალხებში წინაპართა პატივისცემის ტრადიციას უკავშირდება და ამ კულტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია მიცვალებულებთან კავშირის რწმენა და მიწის ნაყოფიერებისა და მოსავლის სიდიდის კავშირი გარდაცვლილების კეთილგანწყობასთან. განსაკუთრებით გამოსარჩევია დაკრძალვის ერთ-ერთი სახეობა - მეგალითები. მეგალითები უზარმაზარი დაუმუშავებელი და დამუშავებული ქვის ლოდებისგან აგებული ქვის ნაგებობაა. ისინი ძირითადად ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანით თარიღდება და თითქმის ყოველთვის სამარხებია ან დაკრძალვის კულტს უკავშირდება. როგორც ჩანს, მეგალითების აგებას უძველესი ადამიანი უკავშირდება მის წარმოდგენას ცოცხლებისა და გარდაცვლილების შესახებ. მეგალითები სათემო ნაგებობები იყო და წინაპართა კულტს უკავშირდებოდა. უძველესი ადამიანი მეგალითების მეშვეობით წინაპრის კულტისათვის ხანგრძლივი და მონუმენტალური ფორმის მიცემას ცდილობდა. სხვანაირად რთულია აიხსნას რაში დასჭირდა უძველეს ადამიანს, მაგალითად უზარმაზარი ვერტიკალური ქვების (მენჰირი) აგება. ზოგიერთ ადგილებში ეს ქვები ადამიანის ფორმასაც კი არის მიმსგავსებული. მკვლევართა აზრით მეგალითები აგრეთვე წმინდა ადგილებთანაც არის დაკავშირებული, რაც აგრეთვე წინაპართა კულტის ერთ-ერთი გამოძახილია. რა თქმა უნდა შეცდომა იქნებოდა ყველა მეგალითური ძეგლის წარმოშობის ერთგვაროვანი ახსნა. აგრეთვე შეცდომა იქნებოდა იმის დასკვნა, რომ მეგალითების ეპოქაში ადამიანს რაიმე განსხვავებული რელიგიური შეხედულებები ჩამოუყალიბდა. მეგალითების დანიშნულება ყოველთვის არ არის გარკვეული. ისინი, როგორც ჩანს, არის გამოვლინება იმ გრანდიოზული იდეებისა, რომლებიც ადამიანს გაუჩნდა. ეს იდეები შესაძლოა მრავალფეროვანი იყო თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მიცვალებულის კულტს მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა.

კანიბალიზმი

რედაქტირება

პალეოლითის ეპოქის ნამარხებში ხშირად ადამიანების და ცხოველების ძვლები მიმოფანტულია, ზოგჯერ დამტვრეულია და ცეცხლის კვალი ამჩნევია. ამავდროულად ეს ძვლები სხვადასხვა არქეოლოგიურ დონეზეა აღმოჩენილი. ხშირად ასეთი ფაქტები კაციჭამიობის დამამტკიცებლად ითვლება, მაგრამ სხვა ინტერპრეტაციების გამორიცხვაც არ შეიძლება, მაგალითად ლეშის მჭამელი ცხოველების მოქმედებით (მაგ. გიენა). გვამის ამოთხრის შედეგად ხდებოდა ძვლების მიმოფანტვა ზედაპირზე და შესაძლოა ეს ძვლები შემდგომ დაიწვა ამ ადგილებში გაჩაღებული ცეცხლის შედეგად. რა თქმა უნდა, ეს ფაქტები კაციჭამიობითაც შეიძლება ავხსნათ. თუმცა ეს ახსნა ხშირად გამომდინარეობს იმ შეხედულებიდან, რომ ამ დროისთვის ადამიანებში ფართოდ იყო გავრცელებული კაციჭამიობა. არსებობდა შეხედულება, რომ კაციჭამიობა არის განსაკუთრებულად პრიმიტიული მოვლენა და შესაბამისად ძალიან ძველი. ამ შეხედულებას დღესაც ჰყავს გარკვეული რაოდენობის მიმდევარი თანამედროვე მეცნიერებს შორის, თუმცა იგი ალბათ მოძველებულად უნდა ჩავთვალოთ: ეთნოლოგიური კვლევები მკაფიოდ უჩვენებენ, რომ კანიბალიზმი თითქმის ყოველთვის მიწათმოქმედი ხალხებისთვისაა დამახასიათებელი. ესე იგი ხალხებისთვის, რომლებიც უფრო მაღალ კულტურულ საფეხურზე არიან ასულნი პირველყოფილ მონადირეებთან შედარებით და ცხადია, რომ ეს მოვლენა რელიგიურ ან მაგიურ კონცეფციებთანაა დაკავშირებული, რომელშიც კულტურული მცენარეები დიდ როლს თამაშობს. პალეოლითის ეპოქაში კანიბალიზმი ფართოდაც რომ ყოფილიყო გავრცელებული ამ ფაქტის რელიგიური მოტივებით ახსნას ვერ შევძლებდით. განსხვავებული სიტუაციაა უფრო გვიან პერიოდებში, განსაკუთრებით ნეოლითში. აქ ადამიანის სხეულის ნაშთები ხშირად სურსათის ნაშთებთან ერთად არის შენახული, მოთავსებულია სხვადასხვა ადგილას, მათ შორის სამსხვერპლო ხვრელებსა და გვირაბებში, ორმოებში და ასე შემდეგ. აქ კანიბალიზმის ინტერპრეტაცია სავსებით შესაძლებელია, რადგან ეს პრაქტიკა ძირითადად აგრარულ კულტურებში იყო გავრცელებული, უფრო შესაძლებელია მისი შედარება თანამედროვე კანიბალიზმთან მოვახდინოთ. თანამედროვე კანიბალიზმში ამ პროცესის ძირითად მიზანს მსხვერპლის საუკეთესო თვისებების მიკუთვნება წარმოადგენს. ესე იგი რელიგიურ-მაგიურ წარმოდგენებთან არის დაკავშირებული.

მსხვერპლშეწირვა

რედაქტირება

რიტუალური მსხვერპლშეწირვა უკვე შუა პალეოლითში ჩნდება, სადაც დაკრძალვის ადგილების სიახლოვეს ნახული იქნა ძვლის ნამტვრევებით სავსე ორმოები. სავარაუდოდ, ეს ორმოები სწორედ მიცვალებულთათვის შესაწირი ძვლებით არის სავსე. ხშირად მიდის კამათი, როგორ უნდა იქნეს ახსნილი ასეთ ორმოებში დათვების თავის ქალებისა და კიდურების ძვლების განლაგება, რადგან ეს ძვლები არაბუნებრივად არიან განლაგებულნი, რაც შესაძლოა გარკვეული რიტუალის არსებობისკენ მიგვითითებდეს. დიდი ალბათობით, ნანადირევის გარკვეული ნაწილები, როგორიცაა თავი და ფეხები ან შესაძლოა ძვლები ძვლის ტვინთან ერთდ, მსხვერპლად იყო შეწირული. იმ შემთხვევაშიც კი თუ შეუძლებელია იდენტიპიცირებული იქნას თუ ვის მიუტანეს ძვლები, თანამედროვე პრიმიტიულ ხალხებთან ანალოგია საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ნადავლის ნაწილი ადგილი ეძღვნებოდა სოციალურ კიბეზე მაღლა მდგომ ადამიანს, რომელიც როგორც ფიქრობენ საკვებს ანაწილებდა. შესაძლოა, აგრეთვე, ეს ტრადიცია გარკვეულ მაგიურ შეხედულებებთან იყო დაკავშირებული და ამ გზით პირველყოფილი ადამიანი ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნების შენარჩუნებას უწყობდა ხელს მისი წარმოდგენით. ანალოგიური ტრადიციები სულ ცოტა ხნის წინ არსებობდა ცენტრალური და ჩრდილო აზიის მონადირეთა შორის, როდესაც ცალკეული ცხოველები და მათი ნაწილები სოციალური სტატუსიდან გამომდინარე შერჩეული არის მიცვალებულთათვის მსხვერპლშესაწირად. ძნელია მოახდინო დიფერეციაცია ცხოველების განამარხების ადგილას რასთან გვაქვს საქმე, უშუალოდ ცხოველის კულტთან თუ ცხოველის მსხვერპლად შეწირვასთან. ნეოლითის ეპოქაში სამარხები განსაკუთრებით მრავალფეროვანია და ადამიანთა აკლდამებში ხშირად გვხვდება სხვადასხვა ცხოველთა ნაშთები. შესაძლოა ყველა მათგანი მსხვერპლშეწირვის რიტუალთან არ იყოს დაკავშირებული და ადამიანთა ყოველდღიური საქმიანობის ანარეკლს წარმოადგენდეს. უმეტე შემთხვევაში, ამ სამარხებში, აუცილებლადაა ხარისა და ძაღლის ნაშთები, რაც აგრეთვე რელიგიურ წარმოდგენებთან არის დაკავშირებული. ხშირად მსხვერპლშეწირვისას ცხოველებთან ერთდ გამოიყენებოდა ადამიანების შეწირვაც. უფრო გავრცელებული იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მსხვერპლშეწირვა, ზოგჯერ შინაურ ცხოველებთან (უფრო ხშირად ღორებთან) ერთად. ეს პრაქტიკა მსგავსი იყო ნაყოფიერებისა და სიმდიდრის კულტთან, რომელიც მსოფლიოს ბევრ რეგიონში იყო გავრცელებული, მაგალითად ხმელთაშუა ზღვისპირეთის ადრეულ ცივილიზაციებში. ეს ასევე წააგავს იმ შეხედულებებს და მეთოდებს, რომლებსაც მისდევენ თანამედროვე და პრიმიტიული მიწათმოქმედი ხალხები, რომლებიც მსხვერპლშეწირვისას ხშირად ადამიანებს ღორებით ჩაანაცვლებენ ხოლმე. ეს ტრადიციები და რიტუალები ნაყოფიერებასთან არის დაკავშირებული. ხშირად შეიმჩნევა მსახურებისა და ქალები შეწირვის იერარქიის მაღალ საფეხურზე მყოფი პირების სამარხებში და უჩვენებს გარდაცვლილის სოციალურ მდგომარეობას და მის მოთხოვნილებებს საიქიო ცხოვრებაში. ხანდახან ეს პრაქტიკა წარმოუდგენელ მასშტაბებს იღებდა, მსხვერპლად შეწირული ცხოველებისა და ადამიანების რაოდენობის თვალსაზრისით. ეს მოვლენა განსაკუთრებით ხშირად შეიმჩნევა იმ საზოგადოებებში, სადაც ქონებრივმა დიფერეციაციამ განსაკუთრებით მკვეთრი ელფერი მიიღო (შუა მდინარეთი, ჩინეთი). სამარხებში ნივთების არსებობაც, აგრეთვე მსხვერპლშეწირვის ერთ-ერთ ფორმად უნდა ჩაითვალოს. ეს მოვლენა თავიდანვე შეიმჩნევა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უფრო გვიან პერიოდებში. ბრინჯაოს ხანის სამარხებში ხშირად ნახულობენ იარაღსა და ძვირფასეულობას, რკინის ეპოქაშიც ასეთი ნივთები უამრავია ნახული სხვადასხვა ჭაობებსა და წყლის მასივებში და როგორც ჩანს მსხვერპლად შეწირულ სამხედრო ნადავლის ნაწილს წარმოადგენს.

ტოტემიზმი

რედაქტირება

ყველაზე ძველ და ცნობილ გრაფიკული ხელოვნების მაგალითებშიც კი ცოხველების კულტი თამაშობს ძლიან დიდ როლს, ხალხი გამსოახულია ძლიან იშვიათად ან როცა გამსოახავენ ცხოველური სიმბოლოებით ანდაც ცხოველისა და ადამიანის შერეული ფიგურებით. არსებობს მოსაზრება რომ ეს იყო მხოლოდ ორნამენტები ანდაც ემსახუებოდნენ მხოლოდ ხელოვნების მოთხოვნილებებს. ნათელია რომ ცოხველები თამაშობენ გადამწყვეტ როლს მენტალურ სამყაროში ზედა პალოლითისა და ეს როლი პოვებს საკუთარ გამოხატულებას ამ პეიოდის ხელოვნებაშიც. ყველაზე მთავარი მახასაითებელი არის ცხოველისა და ნადირობის კავშირი. ეს მიუთითებს განსაკუთრებულ და ახლო ურთიერთობებზე ადამიანსა და ცხოველს შორის, რომელიც სცდება თანამედროვე გაგებისა და აზროვნების კონცეფციების საზღვრებს. პალეოლითის შემდეგ, ზოგიერთ ნეანდეტანელთა(პირველყოფილი ადამიანის ერთ-ერთი სახე, რომელიც შედარებით დიდხანს ცოცხლობდა და არა 18 წელი) საზოგადოებაში შეიმჩნეოდა ტოტემიზმის ადრეული ფორმა. მათ ჰქონდათ რიტუალები რომლებიც როგროც წესი მკვლელობას უკავშირდებოდა მაგრამ რომელიმე ცხოველის პატივსაცემად ეწყობოდა. ამის დამადასტურებელი მასალა არაერთ არქეოლოგს აქვს ნაპოვნი განსხვავებულ ტერიტორიებზე. ანიმალიზმი, კალ ნარის ნაშრომში- „პრეისტორიული რელიგია“ ხასიეთდება მჭიდრო მაგიური და მისტიური კავშირით ადამიანბესა და ცხოველებს შორის, განსაკუთრებით კი გარეულ ცხოველებს შორით. ყველაზე ძველ და ცნობილ გრაფიკული ხელოვნების მაგალითებშიც კი ცოხველების კულტი თამაშობს ძლიან დიდ როლს, ხალხი გამსოახულია ძლიან იშვიათად ან როცა გამსოახავენ ცხოველური სიმბოლოებით ანდაც ცხოველისა და ადამიანის შერეული ფიგურებით. არსებობს მოსაზრება რომ ეს იყო მხოლოდ ორნამენტები ანდაც ემსახუებოდნენ მხოლოდ ხელოვნების მოთხოვნილებებს. ნათელია რომ ცოხველები თამაშობენ გადამწყვეტ როლს მენტალურ სამყაროში ზედა პალოლითისა და ეს როლი პოვებს საკუთარ გამოხატულებას ამ პეიოდის ხელოვნებაშიც. ყველაზე მთავარი მახასაითებელი არის ცხოველისა და ნადირობის კავშირი. ეს მიუთითებს განსაკუთრებულ და ახლო ურთიერთობებზე ადამიანსა და ცხოველს შორის, რომელიც სცდება თანამედროვე გაგებისა და აზროვნების კონცეფციების საზღვრებს. ამასგარდა, პრეისტორიულ გამოქვებულების მოხატვაში დიდი როლი მიუძღვით ცხოველებს , რადგან ნახატების უმრავლესობაში სწორედ ცხოველები არიან გამოსახულნი, და არა მხოლოდ ასევე გვხვდება ადამიანისა და ცხოველის სხეულების არაბუნებრივი შეთავსება , მაგალითად ადამიანი-მგელი და ასე შემდეგ. ამ რიტუალისათვის ერთ-ერთ ცოხველად გამოიყენებოდა, დათვი. ამისმტკიცებულებას იძლევა რამდენიმე არქეოლოგიური ნაპოვნი ობიეკტები ზედა პალეოლითის ხანიდან. ტყავზე მიმაგრებული თავი რომელიც მოგდებული იყო ტანზე. თავის ქალას და დათვის გრძელ ძვლებს მარხავდნენ ცალკე. დათვს კლავდნენ მშვილიდან გასროლილი ისრით, ან შუბის ფილტვებში დარტყმით. შემდეგ მას გარსს უვლიდნენ მოცეკვავეები. მსგავსი სმთხვევები ასევე აღწერილია უფრო გვიან პერიდოებშიც, მაგალითად სიბირიის ნეოლითიურ ხანაში მონადირეების კულტურაში. ასეთი ტრადიციები სეიძლება ადვილად გამოიყენონ პრაქტიკაში. რომელიც დრეისათვისაც კი გამოიყენება ჩრდილოეთ ევრაზიის კონტინენტზე. როგორც ვხვდედავთ, პირველყოფილი ტოტემიზმის უტყუარი ნიშნები მხატრობაშიც მოიპოვება და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს პრეისტორიულ ეპოქაში რელიგიის არსებობას.იმის კითხვა იყვნენ თუ არა მხოლოდ და მხოლოდ ცხოველები ამ კულტის პირდაპირი სამიზნეები ძნელი სათქმელია. ნეოლითის დასაწყისში. ეს ქმედებები ცხოველებთა მიმართებაში ჩნდება ამ ხანაში, რომელიც ცდება იმ სარზვარს რომ ეს ცხოველები გამოიყენება მხოლოდ როგორც მსხვერპლი ან სიმბოლო. ყველაზე მეტად ეს ეხება მგლებისა და ხარებს. ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა მათი სიმბოლოები. მაგალითად ხარის თავი ან რქები. სიტყვა „ტოტემი“ წარმოიშვა სიტყვისგან „ოტოტემან“, რომელიც ნიშნავდა და-ძმურ ნათესაობას და არის ჩრდილოეთ ამერიკაში დიდი ტბების რეგიონში მცხოვრები ოჯიბვას ხალხის ენიდან. სიტყვის გრამატიკული ფუძე „ოტე“ გამოხატავს სისხლით ნათესაობას დასა და ძმას შორის, რომელთაც საერთო დედა ჰყავთ და შესაბამისად არ შეიძლება მათი ქორწინება. სიტყვა ტოტემი ინგლისურად პირველად 1791 წელს გამოიყენა ინგლისელმა ვაჭარმა და მთარგმნელმა, რომელმაც არასწორი მნიშვნელობა მიანიჭა. მას ეგონა,რომ ეს სიტყვა გამოხატავდა ინდივიდუალის მფარველ სულს, რომელსაც ცხოველის ფორმა ჰქონდა - იდეა, რომელსაც ოჯიბვური კლანი მართლაც გამოხატავდა ცხოველების ტყავის სამოსით. მე-18 საუკუნის ბოლოს გაირკვა, რომ ოჯიბველები თავიანთ კლანებს იმ ცხოველების სახელებს არქმევდნენ, რომლებიც იმავე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ეს ცხოველები შესაძლოა მეგობრულიც ყოფილიყო და მტრულიც. პირველი ზუსტი მოხსენება ჩრდილოეთ ამერიკის ტოტემიზმზე დაწერა მეტოდისტმა მისიონერმა, პიტერ ჯონესმა, რომელიც თავად ოჯიბვადან იყო, ეს ნაშრომი კი მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა. ჯონესის მიხედვით, ტოტემები ოჯიბვას კლანებს დიდმა სულმა მიანიჭა, ამის გამო ხალხს არასდროს უნდა დაევიწყებინა, რომ ისინი ნათესაურ კავშირში იყვნენ და შესაბამისაც არ შეიძლებოდა მათ შორის ქორწინება.

ტოტემიზმის ბუნება

რედაქტირება

საჭიროა ერთმანეთისგან გავარჩიოთ ჯგუფური და ინდივიდუალური ტოტემიზმი. ამ ფორმებს საერთო აქვთ ძირითადი მახასიათებლები, თუმცა გვხვდება სხვადასხვა სიხშირითა და სხვადასხვა სპეციფიკური ფორმების სახით. მაგალითად, ხალხი ტოტემს ზოგადად მიიჩნევს როგორც კომპანიონს, ნათესავს, მფარველს, ან დამხმარეს, მიაწერენ ზეადამიანურ ძალებსა და სთავაზობენ სხვადასხვა კომბინაციის პატივისცემას, თაყვანისცემასა და შიშს. უმეტესობა კულტურები იყენებენ სპეციალურ სახელებსა და ემბლემებს ტოტემის მისამართად, ასევე როგორც წესი არსებობს აკრძალვა ანუ ტაბუ, როგორიცაა ტოტემის მოკვლა, ჭამა ან შეხება. მიუხედავად იმისა, რომ ტოტემები რიტუალური ქცევების ფოკუსია, მიჩნეულია, რომ ტოტემიზმი არ არის რელიგია. ტოტემიზმი შეიცავს რელიგიის ელემენტებს სხვადასხვა დონით, ისევე როგორც მაგიას. ტოტემიზმი ხშირად შერეულია განსხვავებული ტიპის რწმენებთან, როგორიცაა წინაპართა თაყვანისცემა, იდეები სულის შესახებ, ან ანიმიზმი. ასეთმა შერევებმა ისტორიულად გაართულა კონკრეტული ტოტემისტური ფორმების კვლევა.

ჯგუფური ტოტემიზმი

რედაქტირება

სოციალური ანუ კოლექტიური ტოტემიზმი არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმა ამ რწმენის სისტემის. იგი როგორც წესი მოიცავს ერთ ან მეტ ისეთ თვისებებს, როგორიცაა მისტიური ასოციაცია ცხოველებისა და მცენარეების სახეობებთან, ბუნებრივ მოვლენასთან, ან ობიექტებთან, რომელიც შეიქმნა ცალმხრივად დაკავშირებული ჯგუფებისგან (საგვარეულო, კლანი, ტომი) ან ადგილობრივი ჯგუფების და ოჯახების მიერ; ტოტემების მემკვიდრეობით გადაცემა (მატრიარქატულად და პატრიარქატულად); ჯგუფების ან პირადი სახელები, რომლებიც დაფუძნებულია პირდაპირ ან არაპირდაპირ ტოტემზე; ტოტემისტური ემბლემებისა და სიმბოლოების გამოყენება; ტაბუ ან აკრძალვები, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს მთლიანად ცხოველების და მცენარეების სახეობებს ან მათ ნაწილებს; და კავშირი დიდი რაოდენობით ცხოველებთან და ბუნებრივ ობიექტებთან (რთული ტოტემები), რომელშიც შეიძლება გამოვყოთ მთავარი და დამხმარე ტოტემები. ჯგუფური ტოტემები, როგორც წესი, ასოცირდება ან წარიმართება მითებსა და რიტუალებზე დაყრდნობით. იმის მიზეზი, თუ რატომ აირჩიეს კონკრეტული ცხოველი ან ბუნებრივი რაღაც ტოტემად, ისეთი რომელსაც არანაირი ეკონომიკური ღირებულება არ გააჩნია იმ საზოგადოებისთვის, შეიძლება აიხსნას შემთხვევითობითა და ხალხის წარსულის გადამწყვეტი მომენტებით. ფოლკლორული ტრადიციები ტოტემების ბუნების და საზოგადოებების წარმოქმნის შესახებ ბევრ ინფორმაციას გვაწვდის, განსაკუთრებით ჯგუფიების კულტურულ ვარაუდების საკითხზე. მაგალითად, ჯგუფსს, რომელიც კონკრეტული ტოტემისგან შეიქმნა, შეიძლება ჰქონდეს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მათი წინაპარი იყო ცხოველი ან მცენარე, რომელსაც შეეძლო ადამიანის ფორმის მიღებაც. მსგავსი რწმენის სისტემის ჯგუფებში, რომელშიც გაერთიანებულია ადამიანები, ცხოველთა და მცენარეთა სახეობები, შესაძლოა საერთო წინაპარიც ჰყავდეთ. სხვა შემთხვევებში არსებობს ტრადიციები, რომლის მიხედვითაც ნათესაური ჯგუფის ადამიან წინაპარს ჰქონდა კარგი ან ცუდი შეხვედრა ცხოველთან ან ბუნებრივ ობიექტთან და უბრძანა მის შთამომავლებს მთელი ამ ცხოველის სახეობის თაყვანისცემა. ჯგუფური ტოტემიზმი ტრადიციულად ხშირი იყო აფრიკაში, ინდოეთში, ოკეანეთში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკის გარკვეულ ნაწილებში. ეს საზოგადოებები სხვებთან ერთად მოიცავს ავსტრალიელ აბორიგენებს, აფრიკელ პიგმეებს, სხვადასხვა ადგილობრივ ამერიკელ ხალხს - განსაკუთრებით ჩრდილოდასავლეთის სანაპიროს ინდიელებს (ძირითადად მეთევზეები), კალიფორნიელ ინდიელებს, ჩრდილოაღმოსავლეთ ინდიელებს. ჯგუფური ტოტემიზმი გვხვდება განსხვავებული სახით უგრიელებსა და დასავლეთ ციმბირელებში (მონადირეებიდა მეთევზეები, რომლებიც ირმებს აშენებდნენ), ასევე მწყემსთა ტომებში ჩრდილოეთ და ცენტრალურ აზიაში.

ინდივიდუალური ტოტემიზმი

რედაქტირება

ინდივიდუალური ტოტემიზმი გამოიხატება ინტიმურ მეგობრულ ურთიერთობასა და მფარველობაში პირვონებასა და კონკრეტულ ცხოველსა თუ ბუნებრივ ობიექტს (შეიძლება ცხოველთა სახეობას) შორის. ამ ბუნებრივ ობიექტს შეუძლია მფლობელისთვის სპეციალური ძალების მინიჭება. ინდივიდუალურ ტოტემიზმს ხშირად უკავშირებენ იდეებს ადამიანის სულის ან სულის შესახებ და მათგან მიღებულ კონცეპტებს, როგორიცაა ალტერ ეგო და ნაგუალიზმი - აცტეკური სიტყვის „ნაუალი“ ესპანური ფორმის სიტყვა, რომელიც ნიშნავს „რაღაც დამალულს ან დაფარულს“ - რაც ნიშნავს, რომ არსებობს რაღაც ორმხრივი კავშირი ადამიანსა და ცხოველს ან ბუნებრივ ობიექტს შორის, სიცოცხლის და ბედის კავშირი ისე, რომ ერთ-ერთის დაზიანების, ავადმყოფობისა ან სიკვდილის შემთხვევაში, იგივე ბედი ეწეოდა კავშირის მეორე წევრსაც. შედეგად ასეთი ტოტემები ტაბუ დადებული გახდა. შამანიზმის შესწავლა მიგვანიშნებს, რომ ინდივიდუალური ტოტემიზმი უფრო ადრე გაჩნდა ვიდრე ჯგუფური, რადგან ჯგუფის მფარველი სულები ხშირად ინდივიდუალური მფარველებისგან მოდიოდა. ასევე არსებობს ტენდენცია ინდივიდუალური ტოტემების მემკვიდრეობით გადაცემისა ან იმ ცხოველთა სახეობაზე ტაბუს დადება, რომელსაც ტოტემი ეკუთვნის. ინდივიდუალური ტოტემიზმი ფართოდაა გავრცელებული. იგი გვხვდება არამარტო მონადირეთა ტომებსა და მოსავლის ამღებებში, არამედ ფერმერებსა და მწყემსებშიც. იგი ასევე განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ავსტრალიელ აბორიგენებსა და ამერიკელ ინდიელებს შორის. ნაყოფიერების ქალღმერთები

ქალების პატარა ფიგურები ეგრეთ წოდებული ვენერას ქანდაკებები პირველად გამოჩნდა ზედა პალეოლითის ხანაში. ხშირად ზოგ სემთხვევაში ეს ქანდაკებები სქემატურად სიეა დაზიანებული, რომ ძნელია ამოცნობა ქალის სქესის ნიშნებისა. აქცენტი კეთდებოდა მათ ანატომიურ აღნაგობაზე, მკერდზე და საშვილოსნოზე. ასეთი ძლიერი აქცენტი ანატომიურ ზონებში ,რომელიც გამოხატავდა ამ ქალების ნაყოფიერებას. თუმცა ეს არარის ბოლომდე დაზუსტებული და სრული ჭეშმარიტება არ არის ამ ფიგურებთან მიმართებაში.

ფოლკლორული ანალოგიები თანამედროვე პრიმიტიულ მოვლენებთან გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ ასეთი ციფრები გამოყენებულ იყო როგორც წარმოდენადა ურთიერთობა სულების სამყაროსთან. რომლის ფუნქცია იყო დახმარება და დაცვა. გასნაკუთებით ნადირობის დროს. ასევე შეიძლება რომ ეს ციფრები განკუთვნილი ყოფილიყო დედებისათვის ან ცხოველტა მბრძნებლებისათვის, მიწისქვეშა სამყაროს ქალღმერთებისათვის ასევე სხვადასვხა მიწებისა და რეგიონების მფლობელთათვის. არცერთი ცნობილი პირდაპირი კონტინიუმი არ უკავშირდება ამ ადრეულ ციფრებს პალეოლითისა და მსგავსი ადრეული ნეოლითიური და უფრო ადრეულ პერიოდებს. დასახლებულ პუნკტებში და სალოცავებში ამ ძველ პერიოდისას გვხვდება დიდი რაოდენობით ქალის ფიგურები ძლიან გასნხავებული ტიპებისა, შესაძლოა ესენი იყვნენ ქალღმეღტების გამოსახულება ან სიმბოლოები, შეიძლება იყვნენ მსხვერპლნი. რაც არ უნდა იყოს ყოველთვის დაკავშირებულია ქალურ ნაყოფიერებასთან. ამის დარწმუნებით მტკიცება შეიძლება ამ ფიგურებისათვის, რომლებიც ღიად გამოხატავენ ნაყოფიერებას ანდაც დაკავშირებულები არიან ბავშვებთან. თუმცაღა ქალების ყველა ფიგურა არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც ნაყოფიერების სიმბოლო. ხანდახან ისინი გამოსახულია როგორც წინაპრების როლში. დიდი რაოდენობით ამ პატარა ფიგურების გამოჩენას შეიძლება საფუძვლად ედოს მათი მაგიური გამოყენება.

შამანიზმი, ჯადოქრობა, მაგია

რედაქტირება

შამანიზმი არის ძალიან კომპლექსური რიტუალებისა და პრაკტიკების, ასევე კონცეფციების ერთობლიობა. მათი დამახასიათებელი ნიშნია, ექსტაზის გამოყენება და სულების რწმენა, რომლებიც ხშირად ჩნდებიან ცხოველების ფორმაში და მათი ფუნქციებით ეხმარებიან, მიცვალებულ სულებს იმოგზაურონ საიქიოში, სხვა ქვეყანაში. ასევე მათ წამთ მეტამორფოზის. ზედა პალეოლითში აღმოჩნილი სურათები იმას მოწმობს, რომ ისნი გადაიოდნენ და ღებულობდნენ ჩიტის ანდა სხვა ცოხველების ფორმას. მეორემ ხრივ საეჭვოა არსებობდა თუ არა ბოლომდე ცმოყალიბებული შამანიზმი იმდროს. მიუხედავად ამისა ისტორიის განმავლობაში ხშირად შეიძლება ისეთი ობიექტების პოვნა რომლებიც შეიძლება მივაკუთვნოთ ძამანიზმის ატრიბუტიკას. კვლევები ხაზს უსვამს შმანიზმის რელიგიურ ხასიათს. თუმცა პრაკტიკებში ეს უფრო ჰგავს ჯადოქრობასა და მაგიას. შმანიზმის გაიგივება ჯადოქრობასთან არ იქნება სწორი თუკი მას გავიგებთ ისე როგორც, რაღაც ზებუნებრივით მანიპულირებას ადამიანური მეთოდები გამოყენებით. რელიგიისგან განსავევბით, რომელშიც ადამიანი უახლოვდება ზებუნებრივ უმაღლეს ქმნილებებს მხოლოდ ლოცვით. ჯადოქრობაა ეს თუმაგია ასეთი გზით შმანიზმი გამოდის როგორც, მოწინააღმდეგე ჭეშმარიტი რელიგიისა და ღებულობს განსაკუთრებულ მნიშვნელობას როდესაც რელიგიის დონე მცირდება. სიმართლე რომ ვთქვათ ჯადოქრობა და მაგია ღებულობს საკულტო ფორმას და აცლის მას რელიგიურ მნიშვნელობას. ამ მიზეზების გამო ხშირად ძნელია იმის გადაწყვეტა რელიგიური ხასიათის მატარებელია ეს მოვლენები თუ უფრო მაგიურის. ჯადოქრობამ შეიძლება რეალიზაცია მოახდინოს პრაქტიკაში რაღაც გარკვეულ დონემდე მატერიალური ნივთების გამოყენების გარეშეც და ამის გამო ასევე რთულია ჭეშმარიტი რელიგიის გაგება. ზედა პალეოლითში მეცნიერებმა მიანიჭეს დიდი მნიშვნელობა მაგიას. მაგალითად რაკეტები (შუბები და ისრები) გამოახული იყო კედზლებზე ცხოველებთან ერთად. ეს იყო იმის გამოსახულება რომ გაეძლიერებინათ მონადირეებისათვის წარმატებით ნადირობის შესაძლებლობა. თუმცა ეს მოსაზრება ცოტა გაურკვეველია და ბოლომდე არსაბუთდება თუ რას ნიშნავს ეს ნახატები. ასევე რთულია იმის თქმა არსებობდა თუ არა სხვა ტიპის ნახატები ან ქანდაკებები, ანდაც აბსტრაქტული სიმბოლოები რათა შეესრულებინათ ჯადოქრობა ამ და უფრო გვიან პერიოდებში.

ასე მივიდა საზოგადოება ნეოლითამდე, თუმცა უკვე ნეოლითში, რელიგიუა უფრო მეტად კომპლექსური გახდა და ფართოდ ვრცელდებოდა.ძირითადი ცვლილებები რიტუალების სტრუქტურულმა ცვლილებამ გამოიწევია და არა რწმენის .რელიგიის სტრუქტურა მეტად ორგანიზებულად იქცა. მაგალითად, დაიყო სპეციალური ნაგებობების მშენებლობა მსგავსი რიტუალების ჩასატარებლად.აღმოჩენილია ისეთი ნაგებობეი, სადაც არც ცხოვრების კვალი და არც მსგავსი არაფერი არ ჩანს, რაც აშკარად მიუთითებს ამ ნაგებობის რელიგიურ დატვირთვაზე.ნეოლითის შემდგომ ნივთებმა ადამიანებისთვის მეტად სიმბოლური დატვირთვა შეიძინა.თუმცა მათი ძირითადი რწმენის საგანი მაინც მითური და არამიწიერი ძალები იყვნენ, ანუ ისეთები , რომელსაც ტავად ვერ შეიგრძნობდნენ. ნეოლითში მნიშვნელოვნად შეიცვალა და განვითარდა საიქიო ცხოვრებაზე წარმოდგენებიც და დაიწყო მითების რეკონსტრუქცია ამ თემასთან დაკავშირებით.მათი უმრავლესობა ეყრდნობოდა, მოსაზრებას, რომ სამყარო შექმნილია სიკვდილის ღმერთის მიერ.მეცნიერებში არსებობს მოსაზრება, რომ მათი ეს რწმენა გამოწვეული იყო მოკვდავობის კოეფიციენტის სწრაფი ზრდით , რაც სინამდვილეში სანიტარული პრობლემების და გადამდები დაავადებების ბრალი იყო და არა ზებუნებრივი ძალების.საზოგადოება მსგავს პრობლემებს გადაეყარა მაშინ როცა ერთად სოფლებში ცხოვრება დაიწყეს მათი მოხეტიალე წინაპრებისგან განსხვავებით. გარდა ამისა, პირველი ტაძრებიც სწორედ ნეოლითის პერიოდს ეკუთვნის.უძველესი მათგანი არის გობელკ ტეპი, რომელიც ახლანდელ თურქეთში მდებარეობს. მას შემდეგ რაც 1996 წელს ეს ტაძარი ბოლომდე ამოთხარეს, დაგგინდა , რომ ის ადამიანის მიერ აშენებული პირველი ნაგებობაა. ქვებზე ნახშიროჟანგის კვალის მიხედვით დადგინდა რომ ის 11,000 წლის არის. ეკლესია რელიგიური რწმენის და აღმსარებლობის არსებობის ზენიტს წარმოადგენს საზოგადოებაში. და როგორც ვხედავთ, ჩვენს შორეულ წინაპრებს ისიც საკმაოდ ადრე აუგიათ. ბრინჯაოს ეპოქაში, ადამიანებმა დაიწყეს მეტალის გამოყენება, რაც ცალსახად მათ განვითარებაზე მიუთითებს, საზოგადოების სოციალური განვტარება კი რელიგიიურ წინსვლასაც გულისხმობს. სწორედ ამიტომ კრისტიან კრისტიანსეს-რელიგიის სპეციალისტის ნაშრომში „ანტიკური ევროპის რელიგიური უბისწიგნაკი“ იმდროინდელი მოსახლეობა მიჩნეულია თეოკრატიულად.და პოლიტიკური ლიდერები იქნებოდნენ თუ უბრალოდ სოფლის მმართველნი ღმერთების რჩეულად არის აღიარებული. ასევე ამ ეპოქაში ჩვენთვის კარგად ცნობილი ასურეთი, ბაბილონი , შუმერები ეგვიპტე და კრეტა შეიქმნა, შესაბამისად მათი რელიგიაც ჩამოყალიბდა. არქეოლოგიური გათხრების უმრავლესობით დასტურდება, რომ ეგვიპტეში რელიგიური შეხედულეებბი ტავიდანვე არსებობდა მათი ყველასთვის ცნობილი დაკრძალვის ტრადიციების გამო, რაც საიქიო ცხოვრების არსებობისკენ მიგვითიტებს. ასევე ამ ეპოქის რელიგიური სურათიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანებისთვის დაბადება და სიკვდილი დაბადება და სიკვდილი ორი თანაბარი და აუცილებელი პირობა იყო ცხოვრების. გარდა ამისა, ამ ხალხში, საიქიო ცხოვრების ცნება საკმაოდ იყო გამჯდარი და მათი ცხოვრების ნაწილსაც წარმოადგენდა.რასაც მუმიფიკაცია გვიდასტურებს. ეხლა კი გადავინაცვლოთ უფრო მეტად განვთარებულ ცივილიზაციაზე-მინოანებზე, რომლებზეც არც თუ ისე მეტია ცნობილი და ზუსტი ცნობებიც კი არ არსებობს თუ როგრო გადაშენდნენ ისინი. ამ ცივილიზაცია სათავე ბრინჯაოს ეპოქაში აიღო.ისინი ცხოვრობნდნენ თავდაპირველად გამოქვაბულებში, თუმცა შემდეგ მიატოვეს ეს ადგილები და ცხოვრება სახლებში დაიწყეს.მაგრამ სამაგიეროდ, ეს ადგილები გამოიყენებოდა სასაფლაოებად.სწორედ ეს ადგილები იქცა, შემდგომში მათი კულტების ჩამოსაყალიბებლად. ამ გამოქვაბულებში ნაპოვნია ბრინჯაოს ფიგურები და ცხოველების გამსოახულელელბიც . ორივე მათგანს რელიგიური დატვირთვა ჰქონდა.ასევე იქ ნაპოვნია ირმის ხარის და ცხვრის ძვლებიც რაც ცხოველბის მსხვერპლშეწირვაზე მიუთითებს. მათი რელიგიური ფიგურები არა მხოლოდ გამოქვალებულებში არამედ კრეტას მაღალ მთებშიც არის ნაპოვნი. რელიგიები მუდმივად განიცდიან ცვლილებებს . რელიგიის უძველესი კერის პოვნ პლანეტის ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი.ეს არის თემა , რომელზეც საუბარი ყველა საკლასო ოთახში ერთელ მაინც მომხდარა.სამწუხაროდ ადამიანთა უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ თანამედროვე და მეტაად გავრცელებულ რელიგიებზე აქვს, ისეთებზე როგორიც ქრისტიანობა და იუდაიზმია, მაგრამ ცოტამ თუ იცის ამ ყოველივეს დასაწყისი. ის რაც დრეს გახდა ქრისტიანობა ან იუდაიზმი ათასწლეულების მანძილზე ნელ-ნელა ყალიბდებოდა, დაწყებული პალეოლითიდან . ზოგადად რელიგია ის სფეროა, რომელიც არასოდეს შეწყვეტს განვიტარებას და ცვლილებას, რადგან ის ერგება ადამიანთა აზროვნებას, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში განსხვაებულ ჩარჩოებშია მოთავსებული. ამიტომ მეთად სავარაუდოა , რომ ათასწლეულების შემდეგ იმსჯელონ მუსლიმზე , როგორც ერთ-ერთ პირველყოფილ რელიგიაზე.

გამოყენებული ლიტერატურა

რედაქტირება