რეიმსის საკათედრო ტაძარი

რეიმსის საკათედრო ტაძარი (ფრანგ. Cathédrale Notre-Dame de Reims) — რომანულ-კათოლიკური ტაძარი საფრანგეთის ქალაქ რეიმსში, სადაც ერთ დროს საფრანგეთის მეფეები გვირგვინს იდგამდნენ.[1] მან ჩაანაცვლა ძველი ეკლესია, რომელიც 1211 წელს ხანძარმა გაანადგურა და რომელიც თავის მხრივ იმ ბაზილიკის ადგილას მდებარეობდა, სადაც რეიმსის ეპისკოპოსმა წმინდა რემიმ ფრანკთა მეფე ხლოდვიგ I მონათლა ახ. წ. 496 წელს. ამჟამად კათედრალი რეიმსის არქიეპისკოპოსის მთავარ ტაძარს წარმოადგენს.

რეიმსის საკათედრო ტაძარი, სენ-რემის ყოფილი სააბატოს და ტოს სასახლე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 49°15′13″ ჩ. გ. 4°02′03″ ა. გ. / 49.25361° ჩ. გ. 4.03417° ა. გ. / 49.25361; 4.03417
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 601
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 601
ინგლ.რუს.ფრ.

ტაძარი შამპანის რეგიონის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რომელიც 2006 წელს ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მოინახულა..[2]

გათხრები ცხადყოფს, რომ თანამედროვე კათედრალი აღმართულია ძველი ტაძრის ადგილას, რომელიც ახ. წ. 400 წელს წმინდა ნიკეზმა დააარსა. ტაძარი ხელახლა აშენდა XII საუკუნეში, კაროლინგების მმართველობის პერიოდში. მაგრამ, 1210 წლის 6 ივლისს, ის ხანძარმა გაანადგურა. აღდგენითი სამუშაოები მალევე დაიწყო და 1211 წლისთვის, ტაძარი თითქმის ხელახლა აშენდა.

1991 წელს, სენ-რემის ყოფილ სააბატოსა და ტოს სასახლესთან ერთად, იუნესკომ კათედრალი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ბოლო მეფე, რომელმაც აქ გვირგვინი დაიდგა, იყო შარლ X 29 მაისი, 1825.
  2. Source : CCI de la Marne: activités touristiques დაარქივებული 2008-12-18 საიტზე Wayback Machine. .