რეიმსის საკათედრო ტაძარი
რეიმსის საკათედრო ტაძარი (ფრანგ. Cathédrale Notre-Dame de Reims) — რომანულ-კათოლიკური ტაძარი საფრანგეთის ქალაქ რეიმსში, სადაც ერთ დროს საფრანგეთის მეფეები გვირგვინს იდგამდნენ.[1] მან ჩაანაცვლა ძველი ეკლესია, რომელიც 1211 წელს ხანძარმა გაანადგურა და რომელიც თავის მხრივ იმ ბაზილიკის ადგილას მდებარეობდა, სადაც რეიმსის ეპისკოპოსმა წმინდა რემიმ ფრანკთა მეფე ხლოდვიგ I მონათლა ახ. წ. 496 წელს. ამჟამად კათედრალი რეიმსის არქიეპისკოპოსის მთავარ ტაძარს წარმოადგენს.
რეიმსის საკათედრო ტაძარი, სენ-რემის ყოფილი სააბატოს და ტოს სასახლე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 49°15′13″ ჩ. გ. 4°02′03″ ა. გ. / 49.25361° ჩ. გ. 4.03417° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1991 (მე-15 სესია) |
ნომერი | 601 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 601 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტაძარი შამპანის რეგიონის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რომელიც 2006 წელს ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მოინახულა..[2]
გათხრები ცხადყოფს, რომ თანამედროვე კათედრალი აღმართულია ძველი ტაძრის ადგილას, რომელიც ახ. წ. 400 წელს წმინდა ნიკეზმა დააარსა. ტაძარი ხელახლა აშენდა XII საუკუნეში, კაროლინგების მმართველობის პერიოდში. მაგრამ, 1210 წლის 6 ივლისს, ის ხანძარმა გაანადგურა. აღდგენითი სამუშაოები მალევე დაიწყო და 1211 წლისთვის, ტაძარი თითქმის ხელახლა აშენდა.
1991 წელს, სენ-რემის ყოფილ სააბატოსა და ტოს სასახლესთან ერთად, იუნესკომ კათედრალი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ფრანგული) Cathedrale-reims.com
- Photos დაარქივებული 2011-06-07 საიტზე Wayback Machine.
- 360 degrees panoramas დაარქივებული 2020-12-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბოლო მეფე, რომელმაც აქ გვირგვინი დაიდგა, იყო შარლ X 29 მაისი, 1825.
- ↑ Source : CCI de la Marne: activités touristiques დაარქივებული 2008-12-18 საიტზე Wayback Machine. .