რეზნიჩენკოს სახლი
რეზნიჩენკოს სახლი (რუს. Дом Резниченко) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს პუშკინის ქუჩაზე (სახლი № 47). აგებულია XIX საუკუნის 90-იან წლებში[1], სავარაუდოდ იგი იყო ავგუსტინელთა სასტუმრო სახლი. შენობას აქვს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].
რეზნიჩენკოს სახლი რუს. Дом Резниченко | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′23″N 39°42′13″E / 47.223072° ჩ. გ. 39.703683° ა. გ. |
მდებარეობა | დონის როსტოვი |
ტიპი | ნეობაროკო |
გახსნის თარიღი | 1890-იანი წლები |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებაპუშკინის ქუჩისა და ოსტროვსკის შესახვევის გადაკვეთაზე მდებარე სახლი ააშენეს XIX საუკუნის 90-იან წლებში. თავდაპირველად იგი ეკუთვნოდა კ. ს. რეზნიჩენკოს. მოგვიანებით სახლმა ბევრი მფლობელი გამოიცვალა. ძირძველი მოსახლეობის თქმით სახლი აგებული იყო ავგუსტინელებისათვის, მაგრამ ისინი აქ არასოდეს არ ყოფილან. სამაგიეროდ იმყოფებოდნენ სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები[1].
1920-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია და იგი გადაეცა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქს. სახლში მდებარე ოთახები მფლობელობაში გადაეცათ წითელი არმიის უმაღლეს ოფიცრებს[1].
არქიტექტურა
რედაქტირებარეზნიჩენკოს სახლი ორსართულიანი ნაგებობაა და აგებულია ნეობაროკოს სტილში. ნაგებობის მთავარი ფასადი გადის პუშკინის ქუჩის მხარეს. ნაგებობის ჰორიზონტალური დანაწილება მიიღწევა სართულთშორისი ზოლურებით და კარნიზებით. პირველი სართულის ფასადი რუსტირებულია. ფანჯრის ღიობები პირველ სართულზე სწორკუთხაა, მეორეზე კი ნახევარწრიული და გაფორმებულია დეკორატიული თამასებით. მეორე სათულის ფანჯრები სრულდება დეკორირებული სანდრიკებით. შენობის ფასადი სრულდება ატიკებით და ფრონტონებით. მეორე სართულზე მცირე აივანია. სახლს თითქმის არ შეუცვლია თავდაპირველი იერ-სახე და შემორჩენილია ძველი გაფორმებით[1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Волошинова Л. Ф. Пушкинская улица. — Ростов-на-Дону: «Донской издательский дом», 2000. — С. 33—39. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87688-250-X.
- ↑ Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-09-23.