რეზექცია
რეზექცია — ქირურგიაში დაზიანებული ორგანოს ნაწილებირივი მოკვეთის ოპერაცია. ორგანოს პერიფერიული ნაწილის მოვეთას ეწოდება ამპუტაცია, მის მთლიან მოცილებას ექსტიპრაცია. პრაქტიკულ ქირურგიაში ყველაზე ხშირია კუჭის რეზექცია (კიბოს ან გართულებული წყლულის დროს), წვრილი ან მსხვილი ნაწლავის რეზექციას მიმართავენ ნაწლავების ტრავმული გასკდომის, გაუვალობის, სიმსივნის დროს. კუჭის ან ნაწლავის რეზექციის შემდეგ საჭიროა ანასტომოზის დადება კუჭის ტაკვსა და თორმეტგოჯა ან მლივ ნაწლავს, ანდა ნაწლავების დარჩენილ ნაწილებს შორის. მიმართავენ აგრეთვე ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, სახსრებისა და სხვა რეზექციას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 337.