რევაზ ლორთქიფანიძე
რევაზ თეიმურაზის ძე ლორთქიფანიძე (დ. 7 იანვარი, 1965, ბათუმი) — ქართველი ეკონომისტი.[1][2]
რევაზ ლორთქიფანიძე | |
---|---|
რევაზ ლორთქიფანიძე | |
მშობლიური სახელი | რევაზ თეიმურაზის ძე ლორთქიფანიძე |
დაბადების თარიღი |
7 იანვარი, 1965 ბათუმი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | თსუ |
საქმიანობა | ეკონომისტი |
წოდება | მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | საქართველოს განათლების სამინისტროს ოქროს მედალი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1986 წელს წარჩინებით დაასრულა თსუ საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი, 1999 წელს მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (ნოსტრიფიკაცია თსუ-ში, 2005 წ.,[3] სპეციალიზაციები: ეკონომიქსი; მსოფლიო მეურნეობა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები), საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,[4] ნიუ-იორკის პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის პირველი წევრი პოსტ საბჭოთა სივრციდან.[5] ეკონომიკისა და სამართლის საკითხების მისი კვლევის ინტერესის სფეროებს წარმოადგენს ფიზიკა ეკონომიკაში,[6] ეკონომიკური ეფექტიანობა, ეკონომიკური კონკურენცია, თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ჯანდაცვის ეკონომიკური რეფორმები, მრეწველობა, მსოფლიო სავალუტო სისტემა და ფულადი მიმოქცევა, აშშ-ს და საქართველოს ეკონომიკა.[7]
რევაზ ლორთქიფანიძემ გაიმარჯვა პირველ დემოკრატიულ არჩევნებში ქ. ბათუმში (1991 წ, დამოუკიდებლად, მაშინდელი კომუნისტური პარტიის გარეშე) და, შესაბამისად, მისი საჯარო გამოსვლებითა და პუბლიკაციებით გამოდიოდა ინიციატივებით საერთაშორისო თავისუფალი ეკონომიკური ზონის ეფექტიანი და მშვიდობიანი საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების რეალური ამოქმედებისათვის საქართველოს გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან აჭარის რეგიონში და აღნიშნულისათვის ეკონომიკის სამინისტროს შესაქმნელად. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებით 1993-1998 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს კოლეგიის წევრი, როგორც აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, 2006 წელს გაიმარჯვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ნომინაციაში „სამინისტროს ყველაზე ინტელექტუალური“, 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა ამავე სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვის სამმართველოს.[8]
მიღებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს ოქროს მედალი, სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატი, დიპლომი და სიგელი, აირჩიეს საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. გამოქვეყნებული აქვს მრავალი წიგნი და მეცნიერული მოხსენება, მათ შორის არის ეკონომიკური კონკურენციის კლასიკური და თანამედროვე თეორიების ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ორიგინალური რეგულაციებისა[9] და კონკურენციის ობიექტური კანონიდან გამომდინარე, მისი ძალის განსაზღვრის ფორმულირების ავტორი,[10] განავითარა ეკონომიკის სრუქტურის ეფექტიანობის ფორმულირება ეკონომიკური ეფექტიანობის საკითხზე ევროკომისიის ექსპერტთა მეთოდოლოგიის სრულყოფის საფუძველზე,[11] მუშაობს ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე.[12] რევაზ ლორთქიფანიძის კალამს ეკუთვნის უფლისა და დედა ეკლესიის ჭეშმარიტ მსახურთა სადიდებლები[13][14] და გალობები.[15][16][17][18]
შრომები
რედაქტირება- ლორთქიფანიძე რევაზ, საკუთრების სტრუქტურის, ფასებისა და ეროვნული ფულის პრობლემები, თბ., მეცნიერება, 1992.
- ლორთქიფანიძე რევაზ, ეკონომიკის საგადასახადო მექანიზმის სრულყოფისათვის / მეცნიერება და ტექნიკა, 1993, N7-8. გვ.9-10.
- ლორთქიფანიძე რევაზ, თავისუფალი ზონალური პოლიტიკით ეკონომიკის სტრუქტურის სრულყოფის თეორიული საფუძვლები, თბ., საქართველო, 1997.
- ლორთქიფანიძე რევაზ, ეკონომიკის თეორიული საფუძვლები (დამხმარე სახელმძღვანელო ეკონომიქსისა და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დისციპლინებში), ბათუმი, იურიდიული ლიტერატურა, 2000.
- ლორთქიფანიძე რევაზ და სხვ., ეკონომიკური თეორიის მნიშვნელობა და ნობელის პრემიის ლაურეატების შესახებ ეკონომიკაში, ბათუმი, აჭარის ბიზნესის აკადემია, 2001.
- ლორთქიფანიძე რევაზ, ჯანდაცვაში მენეჯერული საქმიანობის ხარჯები (ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის საკითხები), ლექციების კურსი, თბ., უნ-ტი "გეომედი", 2011;
- ლორთქიფანიძე რევაზ, კონკურენციის თეორიის „სენსაციური“ ფარული ხარვეზები და გადაუდებელი რეგულაციები, თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ფონდი "ივერიელი", 2018.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რევაზ ლორთქიფანიძე საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (გვ.117)
- ↑ (გვ. 275)
- ↑ ინფორმაცია რევაზ ლორთქიფანიძის შესახებ, - „ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, საქართველოს მეცნ. აკად. წევრ-კორესპონდენტის ავთანდილ სილაგაძის საერთო რედაქციით, თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“, 2005, გვ. 377.
- ↑ http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001504/
- ↑ http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001504/
- ↑ http://dx.doi.org/10.13140/RG.2.2.28325.58085
- ↑ ლორთქიფანიძე რევაზ, ამერიკის შეერთებული შტატების პროგრესული გავლენა მსოფლიო ბაზრისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე, თბ., თსუ საერთაშორისო კონფერენციის მასალები (გამოცემა აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით), 2004
- ↑ http://www.economy.ge/?category=300&lang=geo&item=65
- ↑ http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/247873/1/Konkurenciis-Teoriis-Sensac...pdf
- ↑ (გვ. 90-105) ლორთქიფანიძე რევაზ, ეკონომიკური ზრდის ქრისტიანული, პოლიტიკური და თეორიული საფუძვლების შესახებ, თბ., ქვაშვეთის ტაძარში კურთხევით, 2005
- ↑ ლორთქიფანიძე რევაზ, განმარტებები კონკურენციის კანონის, ევროკომისიის ფორმულის განვითარებისა და მაკროსტაბილურობის სტრატეგიულ საკითხებზე, www. education.ge - ელექტრონული ჟურნალი, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეკონომიკა, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-26. ციტირების თარიღი: 2012-07-14.
- ↑ ლორთქიფანიძე რევაზ და სხვ., კეთილდღეობის თეორია და რეფორმირების ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები/(ლექციების კურსი), თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2004. - ISBN: 99940-12-42-8
- ↑ უფლისა და დედა ეკლესიის ჭეშმარიტ მსახურთა სადიდებლები
- ↑ ლორთქიფანიძე რევაზ, უფლისა და დედა ეკლესიის ჭეშმარიტ მსახურთა სადიდებლები / რევაზ ლორთქიფანიძე. - თბ., ქვაშვეთის ტაძარში კურთხევით, 2012.
- ↑ ლორთქიფანიძე რევაზ, გალობის ნოტები
- ↑ http://www.youtube.com/watch?v=Phn5BTqmAHM ლორთქიფანიძე რევაზ, უფლის სადიდებელი გალობა "დიდებაი შენდა"
- ↑ http://www.youtube.com/watch?NR=1&feature=endscreen&v=1mQDCKOYlRQ ლორთქიფანიძე რევაზ, უფალო გვაკურთხე (გალობა)
- ↑ http://www.youtube.com/watch?NR=1&feature=endscreen&v=vbWI_Ls7-Vw ლორთქიფანიძე რევაზ, გმადლობთ შენ უფალო (გალობა)