რევაზ ვალერიანის ძე დვალიშვილი (დ. 30 მარტი, 1928, ქუთაისი, — გ. 6 მაისი, 1987, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი (1979).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1950), მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა (1967). მუშაობდა საბჭოთა პარტიულ და პროპაგანდისტულ ორგანოებში. იყო გაზეთ „ნორჩი ლენინელის" (1954–1957) და გაზეთ „თბილისის" ლიტმუშაკი (1957–1960), გაზეთ „კომუნისტის" განყოფილების გამგე (1961–1965, 1967–1968, 1983–1987). 1968-1972 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის პროპაგანდის რედაქციის მთავარი რედაქტორი, 1980-1982 წლებში — ტელევიზიის პროგრამების რედაქციის დირექტორი, 1980–1983 წლებში — სოციოლოგიური კვლევისა და სამეცნიერო პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, 1987 წელს — გაზეთ „სახალხო განათლების" რედაქტორი. დაწერილი აქვს პიესები — „იკარუსის მოსვლამდე", „ჩვენს პატარა სავარძლებში".

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ტელევიზიის ხელოვნება, თბ., 1976.
  • ვიზუალური პუბლიცისტიკა, თბ., 1978.

ლიტერატურა

რედაქტირება