რევაზ გრძელიძე
რევაზ კონსტანტინეს ძე გრძელიძე (დ. 1 აგვისტო, 1930, სოფ. ბარი (ონის მუნიციპალიტეტი), — გ. 28 დეკემბერი, 1998, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1976), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1990).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი 1953 წელს. 1960–1964 წლებში იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის (სკკპ) ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, 1965–1976 წლებში — მეცნიერული კომუნიზმის კათედრის დოცენტი, 1977–1981 წლებში — თსუ პრორექტორი, 1987–1991 წლებში — თსუ სკკპ ისტორიის კათედრის, ხოლო 1991–1998 წლებში — პოლიტიკურ პარტიათა ისტორიის კათედრის გამგე. იკვლევდა საქართველოს უახლესი ისტორიის საკითხებს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტი (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1995. - 60გვ.
- 1924 წლის სახალხო აჯანყება საქართველოში (1914-1918 წწ) (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1992. - 56გვ.
- სოციალიზმის სრულყოფა და ეროვნული ურთიერთობა (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1987. - 265გვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 169.