რევაზ გოგოხია

ქართველი ეკონომისტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგოხია.

რევაზ აკაკის ძე გოგოხია (დ. 28 აპრილი, 1936, სოფ. ფახულანი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ეკონომისტი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1989), ღირსების ორდენის კავალერი (2003).

რევაზ გოგოხია
დაბ. თარიღი 28 აპრილი, 1936(1936-04-28) (88 წლის)
დაბ. ადგილი ფახულანი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ეკონომისტი
ჯილდოები ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი და ღირსების ორდენი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონონომიკის ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართვ. მეცნიერებათა აკადადემიის ეკონონომიკურ ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ჟურნ. „ეკონომიკის“ განყოფილების გამგედ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ. 1989 წლიდან იყო თსუ-ის ეკონონომიკური თეორიის კათედრის პროფესორი, აგრეთვე თსუ-ის სოხუმისა (1995–2001) და ზუგდიდის (2001–2005) ფილიალების კათედრის გამგე, საერთაშორისო სამეცნიერებათა-პრაქტიკული ჟურნალი „სოციალური ეკონომიკის“ მთ. რედაქტორი (1999–2007). 2008 წლიდან მისი რედაქტორობით გამოდის თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“. გოგოხიას სამეცნიერო შრომები ეხება ეკონომიკის თეორიის, საბაზრო ეკონომიკის, აგრარული ურთიერთობებისა და შერეული ეკონომიკის სისტემის, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემურ საკითხებს. დაჯილდოებულია ი. ჯავახიშვილის მედლითა (2001) და ღირსების ორდენით (2003).

ლიტერატურა

რედაქტირება