რევაზ გველესიანი

ქართველი ეკონომისტი (დ. 1955)

რევაზ ალექსანდრეს ძე გველესიანი (დ. 25 ივნისი, 1955, ქ. თერჯოლა) — ქართველი ეკონომისტი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1991).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ეკონომიკის ფაკულტეტი (1978). 1989–2020 წლებში სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა გერმანიაში. არის თსუ-ის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი (2005 წლიდან), ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ-გერმანული ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი (2006 წლიდან). 2006–2014 წლებში იყო თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრი.

გველესიანის კვლევის ძირითადი სფეროა საქართველოს და მსოფლიო სხვა ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკური ინტერესების პრობლემა და გლობალური მეწარმეობის სტრატეგია და კულტურა. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2003), ივანე ჯავახიშვილის სახელობის (2015), პაატა გუგუშვილის სახელობის (2020) და თსუ-ის ოქროს მედლები (2021).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებთან ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაბამისობა, თბ., 2012 (თანაავტ. ი. გოგორიშვილი).
  • სოციალური მეწარმეობის განვითარების ტენდენციები საქართველოში, თბ., 2017 (თანაავტ. გ. ერქომაიშვილი, ი. გოგორიშვილი, ე. ლეკაშვილი, ნ. ფარესაშვილი, ლ. ხურცია).
  • გადაწყვეტილებების მიღების ტექნოლოგია ეკონომიკურ პოლიტიკაში, თბ., 2018 (თანაავტ. ი. გოგორიშვილი).
  • გლობალური მეწარმეობის პოლიტიკა და კულტურა, თბ., 2020.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება