რევაზ გაბიჩვაძე (დ. 11 ივნისი, 1913, თბილისი — გ. 1999) — ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967).

დაიბადა მეღვინე-აგრონომის კონდრატე გაბიჩვაძის ოჯახში. 1935 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (პროფესორ ი. ტუსკიას კლასი). 1938–1980 წლებში იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი. დააარსა საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი და 1941–1945 წლებში იყო მისი პირველი ხელმძღვანელი; პროფესორი (1963). მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერა „ნანა“ (1957), ბალეტები – „ჰამლეტი“ (1970), „მედეა“ (1975), „კაცი, რომელიც იცინის“ (1986). ოპერეტა „ჭრიჭინა“ (1952). ორატორიები – „ვეფხისტყაოსანი“ (1938), „cantus humanus“ (1979); კონცერტები ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის, ჩელოსა და ორკესტრისათვის, სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, საგუნდო ნაწარმოებები, საესტრადო სიმღერები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის და სხვ.

1982-1987 წლებში იყო საკავშირო კომპოზიტორთა სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1948-1952 წლებში იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება