რედია
რედია — დიგენეზური მწოველების (ტრემატოდების) ერთ-ერთი პართენოგენეზური თაობა, რომელიც პარაზიტობს შორისულ მასპინძელში (მოლუსკში). რედია ვითარდება ჭიის პირველი პართენოგენეზური თაობის — სპოროცისტის — სხეულის ღრუში და თავის მხრივ წარმოქმნის სქესმწიფე მწოველების მატლებს — ცერკარიებს. სპოროცისტისაგან განსხვავებით, რედიას აქვს პირის ხვრელი, ხახა, ნაწლავი და გამოსაჩეკი ხვრელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 328.