რებმანი
რებმანი (ინგლ. Rebmann Glacier) — ფერდობული მყინვარი ტანზანიაში. მდებარეობს კილიმანჯაროს უმაღლეს ნაწილში. მინიმალური სიმაღლე დაახლოებით 4900 მ.[1] ვეებერთელა ყინულქუდის რელიქტია, რომელიც ოდესღაც კილიმანჯაროს ფარავდა. 1912–2000 წლებში მყინვარი შეთხელდა 82%-ით.[2] მყინვარს სახელი ეწოდა გერმანელი მოგზაურისა და მისიონერის იოჰანეს რებმანის პატივსაცემად. იგი იყო პირველი თეთრკანიანი, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია კილიმანჯაროზე არსებული თოვლისა და მყინვარების შესახებ 1848 წელს.[3]
რებმანი
| |
---|---|
ინგლ. Rebmann Glacier | |
კოორდინატები: 3°04′52″ ს. გ. 37°21′47″ ა. გ. / 3.08111° ს. გ. 37.36306° ა. გ. | |
ქვეყანა | ტანზანია |
ტიპი | ფერდობული |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Roger N. Scoon. Geology of National Parks of Central/Southern Kenya and Northern Tanzania, 2018
- ↑ Snows Of Kilimanjaro Disappearing, Glacial Ice Loss Increasing School of Earth Sciences
- ↑ Glaciers of Africa. U.S. Geological Survey Professional Paper 1386-G-3 U.S. Geological Survey