რები ჯექსონი
მორინ რეილეტ „რები" ჯექსონ-ბრაუნი (ინგლ. Maureen Reillette "Rebbie" Jackson-Brown; დ. 1950 წლის 29 მაისი, გარი, ინდიანა, აშშ) — ამერიკელი მომღერალი. იგი პირველად გამოვიდა სცენაზე თავის და-ძმებთან, ჯექსონებთან, ერთად ლას-ვეგასში, ნევადაში, MGM Grand Hotel and Casino-ში 1974 წელს. ის შემდგომში გამოჩნდა სატელევიზიო სერიალში The Jacksons. 34 წლის ასაკში ჯექსონმა გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი Centipede (1984). ალბომში შედიოდა სმოკი რობინსონის, პრინსისა და ჯექსონის უმცროსი ძმის, მაიკლის, მიერ დაწერილი სიმღერები. 1980-იანი წლების ბოლოს მომღერალმა ზედიზედ კიდევ ორი ალბომი გამოუშვა: Reaction (1986) და R U Tuff Enuff (1988).
რები ჯექსონი | |
---|---|
ინგლ. Rebbie Jackson | |
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | მორინ რეილეტ „რები" ჯექსონ-ბრაუნი |
დაბ. თარიღი | 29 მაისი, 1950 |
დაბ. ადგილი | გერი |
წარმოშობა | გარი, ინდიანა, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | პოპი, რიტმ-ენდ-ბლუზი, სოული |
აქტიური | 1974 - დღემდე |
რები ჯექსონი ვიკისაწყობში |
7-წლიანი პაუზის შემდეგ, ჯექსონი შოუბიზნესში დაბრუნდა ახალი კომპოზიციით „Forever Young“, რომელიც არის ბობ დილანის ამავე სახელწოდების სიმღერის ქავერი. ამის შემდეგ, მან დაიწყო ახალ ალბომზე, Yous Faithfully, მუშაობა. მან ითანამშრომლა ისეთ არტისტებთან და პროდიუსერებთან, როგორებიცაა Men of Vizion's Spanky Williams, Keith Thomas და Eliot Kennedy. 2011 წელს რებიმ დაიწყო Pick Up the Phone-ის ტური. ის ეძღვნებოდა მოზარდებს მთელ აშშ-ში, რომლებმაც სიცოცხლე სუიციდით დაასრულეს.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებამორინ რეილეტ „რები" ჯექსონ-ბრაუნი დაიბადა ჯექსონის ქუჩაზე, გარიში, ინდიანაში, 1950 წლის 29 მაისს.[1] ის არის ჯოზეფ უოლტერისა (1928 წლის 26 ივლისი - 2018 წლის 27 ივნისი) და კეტრინ ესთერის (ქალიშვილობის გვარი სკრუზი, 1930 წლის 4 მაისი) პირველი ქალიშვილი. ის მათი 10 შვილიდან ყველაზე უფროსია. მისი და-ძმები არიან ჯეკი, ტიტო, ჯერმეინი, ლა ტოია, მარლონი, ბრენდონი (დ. 12 მარტი, 1957), მაიკლი (დ. 2009 წლის 25 ივნისი), რენდი და ჯენეტი.[2]
კარიერა
რედაქტირებარები ჯექსონმა კარიერა 1974 წელს დაიწყო ლას-ვეგასში, სადაც თავის და-ძმებთან ერთად მღეროდა.[3]
1976 წელს მათ ხელი მოაწერეს კონტრაქტს CBS Records-სთან და დაირქვეს The Jacksons. გარდა ამისა, მათ ხელი მოაწერეს CBS-TV-სთან ხელშეკრულებას და დაიწყეს ახალი სატელევიზიო შოუ The Jacksons.[4] შოუს პრემიერა შედგა 1976 წლის ივნისში და მასში მონაწილეობდა ყველა და-ძმა ჯექსონი, ჯერმეინის გარდა. თავიდან შოუ მხოლოდ 4 კვირის განმავლობაში გავიდა ეთერში, თუმცა მან მალევე მოიპოვა პოპულარობა, რის გამოც შოუ კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდა.[5]
ჯექსონის სადებიუტო ალბომი, Centipede, გამოვიდა 1984 წლის ოქტომბერში ლეიბლ Columbia Records-ის ლიცენზიის ქვეშ.[6][7] ალბომს კომერციული წარმატება ხვდა წილად და მოხვდა ბილბორდის ტოპ R&B/Hip-Hop ალბომების ჩარტში.
მუსიკოსის ახალი ალბომი, Reaction, გამოვიდა 1986 წლის ოქტომბერში. ის ჩაიწერა პროდიუსერ ტიტო პონდეროსას სტუდიაში, ლოს ანჯელესში, კალიფორნია.[8] ალბომში შედის დუეტები, მათ შორის ერთი Cheap Trick-ის წამყვან ვოკალისტ რობინ ზანდერთან და მეორე აიზაკ ჰეისთან.[9] ზანდერთან დუეტი, „You Send the Rain Away", გამოვიდა სინგლის სახით და R&B სინგლების ჩარტში 50-ე ადგილზე გავიდა. ჯექსონისა და ჰეისის დუეტი, „Tonight I'm Yours", არ გამოსულა სინგლის სახით. ალბომის ყველაზე პოპულარული ჰიტი Reaction იყო, რომელმაც მიაღწია მე-16 ადგილს R&B სინგლების ჩარტში.
1998 წლის ივლისში გამოვიდა მუსიკოსის ახალი ალბომი R U Tuff Enuff. ალბომი კომერციულად წარუმატებელი გამოდგა და მისი მხოლოდ 300 ათასი ასლი გაიყიდა მსოფლიო მასშტაბით. ამის შემდეგ მუსიკოსმა დროებით პაუზა აიღო.[10][11][12]
7-წლიანი პაუზის შემდეგ ჯექსონი შოუბიზნესში დაბრუნდა ბობ დილანის კომპოზიციის, „Forever Young“, ქავერით, რომელიც მან ჩაწერა 1995 წლის ფილმისთვის Free Willy 2: The Adventure Home. მოგვიანებით მან ხელი მოაწერა კონტრაქტს თავისი ძმის, მაიკლ ჯექსონის, ლეიბლთან MJJ Music. მუსიკოსის ახალი ალბომი Yous Faithfully, გამოვიდა 1998 წლის 31 მარტს.
რების ძმა, მაიკლ ჯექსონი, გარდაიცვალა 2009 წლის 25 ივნისს. მისი დაკრძალვის ცერემონია გაიმართა 12 დღის შემდეგ, 7 ივლისს, სადაც მუსიკოსმა შეასრულა კომპოზიციები „We Are the World" და „Heal the World".[13][14]
2011 წელს რებიმ დაიწყო Pick Up the Phone-ის ტური, რომელიც ეძღვნებოდა მოზარდებს მთელ აშშ-ში, რომლებმაც სიცოცხლე სუიციდით დაასრულეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Campbell, Lisa (1993). Michael Jackson: The King of Pop. Boston, Massachusetts: Branden. ISBN 0-8283-1957-X.
- Dineen, Catherine (1993). Michael Jackson: In His Own Words. London, England: Omnibus Press. ISBN 0-7119-3216-6.
- Taraborrelli, J. Randy (2004). The Magic and the Madness. Terra Alta, West Virginia: Headline. ISBN 0-330-42005-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რები ჯექსონი საიტზე Allmusic
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Interesting, Sometimes. (2013-06-30) Abandoned: St. Mary's Mercy Hospital en-US. ციტირების თარიღი: 2021-03-30
- ↑ Taraborrelli (2004), pp. 11–14.
- ↑ Taraborrelli (2004), pp. 115–117.
- ↑ Taraborrelli (2004), pp. 137–142.
- ↑ Taraborrelli (2004), pp. 143–146.
- ↑ Collier, Aldore (May 27, 1985). „Rebbie, oldest sister, latest bloomer, in the Jackson family“. Jet. Johnson Publishing Company. 68 (11). ციტირების თარიღი: October 11, 2009.
- ↑ Wynn, Ron (June 21, 1988). „Rebbie is a solo Jackson“. Star-Banner. ციტირების თარიღი: January 13, 2010.
- ↑ McTavish, Brian (July 16, 1987). „Rebbie Jackson is ready for her to turn on the charts“. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან (Payment required to access full article) — ოქტომბერი 23, 2012. ციტირების თარიღი: October 11, 2009.
- ↑ Ditzian, Eric. (July 23, 2009) Michael Jackson's Sister Rebbie May Take Care Of Kids. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 26, 2009. ციტირების თარიღი: October 11, 2009
- ↑ Ditzian, Eric. (July 23, 2009) Michael Jackson's Sister Rebbie May Take Care Of Kids. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 26, 2009. ციტირების თარიღი: October 11, 2009
- ↑ „Jacksons say no hard feelings“. Wilmington Morning Star. April 3, 1989. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 20, 2013. ციტირების თარიღი: October 11, 2009.
- ↑ „Jacksons aren't fighting“. St. Petersburg Times. April 3, 1989. ციტირების თარიღი: October 11, 2009. [მკვდარი ბმული]
- ↑ Harris, Chris (July 7, 2009). „Who Is Michael Jackson Memorial Performer Shaheen Jafargholi?“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 9, 2009. ციტირების თარიღი: July 22, 2009.
- ↑ Anderson, Kyle. (July 8, 2009) Who Sang 'We Are The World' At Michael Jackson Memorial?. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 7, 2010. ციტირების თარიღი: July 22, 2009